მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში, ნინოწმინდის მხრიდან ახალქალაქის შესასვლელში დამონტაჟდა ბანერი წარწერით „ახალქალაქი“, რომელზეც ასევე გამოსახულია მუნიციპალიტეტის გერბი.

1

პროექტის მიხედვით, მსგავსი ბანერები ყველა მუნიციპალიტეტში, თითოეული ქალაქის ორ შესასვლელთან დამონტაჟდება. ახალქალაქში, ერთ-ერთი ფარი ახალციხიდან ქალაქის შესასვლელთან, შოთა რუსთაველის ბიუსტის მიდამოში დამონტაჟდება, მეორე კი ნინოწმინდის მხრიდან შესასვლელში, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის გასაყარზე.

ბანერებისთვის არჩეული უბნები ყველაზე შესაფერისია, თუმცა ისინი მუნიციპალიტეტის საზღვრებს არ გამოკვეთენ.