2024 წლის 1 იანვრიდან არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისა და სექტორების მოსწავლეების ვაუჩერების დაფინანსების ოდენობა შეიცვალა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით, არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, სკოლის ტიპის მიხედვით, ვაუჩერული დაფინანსება 1-დან მე-8 კლასების მოსწავლეებისთვის დაწესდა.

ამგვარად:

  • თუ არაქართულენოვან საშუალო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით არის, დაფინანსება 513 ლარია, მაღალმთიან რაიონებში 732 ლარი;
  • თუ არაქართულენოვან საშუალო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა 206-დან 299 მოსწავლემდეა, დაფინანსება 510 ლარია, მაღალმთიან რაიონებში 717 ლარი;
  • თუ არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით არის ,დაფინანსება 498 ლარია, მაღალმთიან რაიონებში 696 ლარი;
  • თუ არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით არის ,დაფინანსება 486 ლარია, მაღალმთიან რაიონებში 678 ლარი;
  • თუ არაქართულენოვან საშუალო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით არის, დაფინანსება 480 ლარია, მაღალმთიან რაიონებში 654 ლარი;
  • თუ არაქართულენოვან საშუალო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს, დაფინანსება 477 ლარს შეადგენს, მაღალმთიან რაიონებში – 651 ლარს.