თუ მანქანა გყავთ, გეცოდინებათ, რომ საკუთარი ავტომობილის ყოლას, კომფორტთან და სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად, ხშირად დაუგეგმავი სიტუაციები ახლავს თან. ისეთი შემთხვევებისას, როგორიცაა ძრავის გადახურება, ავარია, სამუხრუჭე პრობლემები და სხვა, დროული ჩარევა და რეაგირებაა საჭირო.  

Არ აქვს მნიშვნელობა, ჯავახეთში შეგემთხვევა ეს პრობლემა,  თუ  ქვეყნის სხვა კუთხეში, მთავარია იცოდე ასეთ შემთხვევებში როგორ მოიქცეთ. ეს ბლოგი სწორედ თქვენთვის არის. ბლოგში წაიკითხავთ, თუ რა შემთხვევებში უნდა ისარგებლოთ ევაკუატორის გამოძახების სერვისით. ამ გზით, თავიდან აირიდებთ ავტომობილის დაზიანებას და დაიცავთ თქვენს ჯანმრთელობას. 

ძრავის გადახურება

ავტომობილის მართვისას თუ შეამჩნევთ, რომ  მანქანის ძრავის ტემპერატურის საზომი პოტენციური საფრთხის ნიშნულამდე აღწევს, არ დააიგნოროთ. ამ  დროს, აუცილებელია, სასწრაფოდ გამორთოთ ძრავი და გამოიძახოთ ევაკუატორი. თუ გადახურებული ძრავით განაგრძობთ სიარულს, ამით თქვენს მანქანას დიდ ზიანს მიაყენებთ, ზიანის გამოსასწორებლად კი დიდი თანხების გაღება მოგიწევთ. 

გადაცემათა კოლოფის პრობლემები

გადაცემათა კოლოფი მანქანის გამართულად ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის გაუმართაობამაც შეიძლება თქვენი ავტომობილი გადაადგილებისთვის სახიფათო გახადოს. თუ მანქანის სიჩქარეებში გადართვას ვეღარ ახერხებთ ან ხვდებით, რომ სიჩქარეები თქვენი ჩარევის გარეშე იცვლება, აუცილებლად დაუკავშირდით ევაკუატორის გამოძახების სერვისს.

ავარია

უბედური შემთხვევის დროს, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ თქვენი მანქანა შესამჩნევად დაზიანდა, გამოიძახეთ ევაკუატორი, რათა დარჩენილი გზა უსაფრთხოდ იმგზავროთ. იმ შემთხვევაშიც კი თუ ვიზუალური დათვალიერებით ვერ ამჩნევთ პრობლემას, ჯობს, მანქანის შემოწმება პროფესიონალებს მიანდოთ და პოტენციური გართულებებისგან თავი დაიზღვიოთ. 

გამსკდარი საბურავი

ევაკუატორი უნდა გამოიძახოთ მაშინაც, თუ მანქანის მართვისას საბურავი დაზიანდა და არც სათადარიგო გაქვთ, რომ შეცვალოთ. დაზიანებული საბურავით გადაადგილება საფრთხის შემცველია. ევაკუატორი კი უახლოეს პროფილაქტიკურ ცენტრამდე მიგიყვანთ, სადაც საბურავის გამოცვლას ან შეკეთებას შეძლებთ.

თხრილში ან ტალახში ჩავარდნა 

იმ შემთხვევაშიც თუ თქვენი მანქანა თხრილში, ტალახში ან თოვლში ჩავარდა და ამოსვლას ვეღარ ახერხებთ, უმჯობესია, ობობა ევაკუატორი გამოიძახოთ, რადგან თვითნებურმა მცდელობებმა შეიძლება უფრო გააუარესოს სიტუაცია.

საწვავის გარეშე დარჩენა

თუ შუა გზაში საწვავი გაგითავდათ და ახლომახლო არც ბენზინგასამართი სადგურია, გირჩევთ, დარეკოთ ევაკუატორის გამოძახების სერვისში, სადაც სათანადო დახმარებას გაგიწევენ და მშვიდად შეძლებთ გზის გაგრძელებას.

სამუხრუჭე პრობლემები

თუ თქვენი ავტომობილის მუხრუჭები უჩვეულო ხმას გამოსცემს, ან სათანადოდ აღარ იჭერს, აუცილებელია, მანქანა გააჩეროთ და დაურეკოთ ევაკუატორის გამოძახების სერვისს. გზის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლებელია, მუხრუჭები ისე დაზიანდეს, რომ მანქანის გაჩერება ვეღარ შეძლოთ.

სითხის გაჟონვა

იმ შემთხვევაში, თუ შეამჩნიეთ, რომ  მანქანის ქვევიდან სითხე ჟონავს, შესაბამისი ზომები უნდა მიიღოთ, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ  სისტემა გამართულად აღარ ფუნქციონირებს. თუ მანქანას ზეთი გასდის და თქვენ სვლას განაგრძობთ, დიდი ალბათობით, ძრავას დააზიანებთ, რისი შეკეთებაც შემდეგ საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ.

მოვლა-შეკეთება

გაითვალისწინეთ ისიც, რომ ევაკუატორი არ არის მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევებისთვის. თუ თქვენს მანქანას დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები ესაჭიროება, შეგიძლიათ, ევაკუატორის მომსახურებით ისარგებლოთ. ეს რჩევა გასათვალისწინებელია  იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ავტომობილის მართვა არ არის უსაფრთხო.

 

იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ზემოთ აღვნიშნეთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევაკუატორის გამოძახებამ, შესაძლოა, მრავალი პოტენციური საფრთხე თუ  გართულება აგარიდოთ თავიდან. თუ გაბნევთ ის ფაქტი, რომ სხვადასხვა ტიპის ევაკუატორი არსებობს და არ იცით თქვენ კონკრეტულად რომელი გჭირდებათ, დეტალურად აღუწერეთ თქვენი პრობლემა ოპერატორს და თავად გადაწყვეტენ, რომელი ევაკუატორია თქვენი კონკრეტული შემთხვევისთვის

შესაფერისი. გახსოვდეთ, რომ ხშირად თქვენი, თქვენი ავტომობილისა გარშემომყოფების უსაფრთხოებას სწორედ ერთი ზარი განაპირობებს.