გუშინ, 29 დეკემბერს, ქალაქ ხაშურში, ავტომანქანის დაჯახების შედეგად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამში მცხოვრები ფ.ჩ. გარდაიცვალა, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს.
გუშინ, 29 დეკემბერს, დაახლოებით 12 საათზე, ქალაქ ხაშურში მსუბუქი ავტომობილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის, 27 წლის მკვიდრ ფ.ჩ-ს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ის ოჯახთან ერთად თბილისში თავისი მანქანით მიემგზავრებოდა. ქალაქ ხაშურში მაღაზიაში შესასვლელად გაჩერდა. მანქანაში რომ ბრუნდებოდა, მანქანა დაეჯახა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოვიდა და მისი გარდაცვალება ადგილზე დადგინდა
ფ.ჩ-ს სოფელში სახელოსნო ჰქონდა და მანქანების ტექნიკური მომსახურებით იყო დაკავებული. დაოჯახებული იყო და შვილი ჰყავდა.
ქვეითად მოსიარულის შეჯახების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-6 ნაწილით – მოძრაობის უსაფრთხოების ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე.