გასულ წლებთან შედარებით, წელს ყველაზე მცირე მშობიარობა ახალქალაქის საავადმყოფოში დაფიქსირდა. 26 დეკემბრის ჩათვლით ახალქალაქში 336 ბავშვი დაიბადა.
336 ბავშვიდან 14 საკეისრო კვეთით დაიბადა. დაიბადა 183 ბიჭი და 153 გოგონა. დაფიქსირდა ერთი გარდაცვალება.
დაფიქსირდა ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის (აბორტის) 90 და მუცლის მოშლის 38 შემთხვევა.
ახალქალაქის საავადმყოფოში მიმდინარე წელს ქალის სასქესო ორგანოებთან დაკავშირებული 10 სხვადასხვა ოპერაცია ჩატარდა.
როგორც ახალქალაქის საავადმყოფოს გინეკოლოგი ასია გულიევა აღნიშნავს, წინა წლებთან შედარებით შობადობა შემცირებულია. თუ წლის ბოლომდე კიდევ 10 ბავშვი დაიბადება, ეს მაინც არ იქნება შარშანდელ მაჩვენებელზე მეტი.
ამ მაჩვენებელს არაერთი ფაქტორი განაპირობებს: ორსულთა სიმცირე, ასევე ის, რომ ახალქალაქელი ქალები მშობიარობისთვის სხვა ქალაქებში მიდიან.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ახალქალაქში შობადობის ზრდა ფიქსირდება. 2019 წლის 1 იანვრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით 404 ბავშვი დაიბადა: 224 ბიჭი და 180 გოგონა, 2020 წელს – 425, 215 ბიჭი და 210 გოგონა. ორ წელთან შედარებით, შობადობა 2021 წელს შედარებით მაღალი იყო. 2021 წლის 1 იანვრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით ახალქალაქის საავადმყოფოში 484 ბავშვი დაიბადა: 278 ბიჭი და 206 გოგონა. 2022 წელს ახალქალაქის საავადმყოფოში 400 ბავშვი დაიბადა.