ძლიერმა თოვლმა და ქარბუქმა არა მხოლოდ სახელმწიფო მნიშვნელობის გზების, არამედ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების გაუვალობა გამოიწვია.

ახალქალაქის მერიის ცნობით, პატარა და დიდი სამსარიდან გზებზე რთული სიტუაციაზე განცხადებები შემოვიდა, სადაც სპეცტექნიკა უკვე იგზავნება. გაწმენდითი სამუშაოები ასევე მიმდინარეობს სოფელ კარწახის, დადეშისა და მიასნიკიანის მიმართულებით. ტექნიკა ასევე გაიგზავნება შორეულ სოფელ მოდეგამში.

მერია ჯერჯერობით მხოლოდ ამ სოფლების გაუვალი მდგომარეობის შესახებ არის ინფორმირებული, დანარჩენში რა მდგომარეობაა, არ ვრცელდება.