ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბაღის ბავშვების საახალწლო საჩუქრებისთვის ადგილობრივმა ბიუჯეტმა 29 100 ლარი გამოიყო. საჩუქრების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გაიმართა, რომელიც შპს „კუმი“-მ 26`619.00 ლარის ოდენობით მოიგო.
ადგილობრივმა ბიუჯეტმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 17 საბავშვო ბაღის 1273 ბავშვს საახალწლო საჩუქრებისთვის 29 100 ლარი გამოუყო. თითოეულ ბავშვზე იქნება 21 ლარის ღირებულების სასაჩუქრე პაკეტი. პაკეტში იქნება ტკბილეული და სათამაშოები.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის, ანაიდა ასატურიანის თქმით, საახალწლო ღონისძიებები ყველა საბავშვო ბაღში 25, 26 და 27 დეკემბერს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 17 საბავშვო ბაღი, საიდანაც 2 ალტერნატიულია.