ახალქალაქში, Jnews-ის ოფისში, „Transparency International Georgia“-მ სტუდენტებისა და მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის ღია საინფორმაციო ბაზების შესახებ ტრენინგი ჩაატარა.
ახალქალაქის აქტიურმა ახალგაზრდებმა ღია მონაცემების დამუშავების, კორუფციული პრაქტიკის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გაუმართლებელი ხარჯვის შესახებ გაიგეს. ტრენინგი ჩაატარა Tok TV-ს ჟურნალისტმა ინგა ირიციანმა, რომელმაც სპეციალურად გაიარა კვალიფიკაცია ამ პროექტისთვის.
„დღეს Jnews-მა მიგვიღო და ჩვენი შეხვედრა მოვაწყვეთ შესანიშნავ ახალგაზრდებთან, აქტიურ მონაწილეებთან, მოქალაქეებთან და ჩვენმა ტრენერმა ჩაატარა ტრენინგი ღია მონაცემების შესახებ, რა უნდა ვიცოდეთ კორუფციის გამოსავლენად, სად უნდა ვეძებოთ და მომავალში შეიძლება ამ ყველაფერზე რეაგირების მოხდენა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჟურნალისტებისთვის, ასევე რიგითი, აქტიური მოქალაქეებისთვის. წელს ჩვენ ტრენინგები სხვადასხვა რეგიონში 100-ზე მეტ მონაწილესთან ჩავატარეთ“, – კომენტარი გააკეთა Transparency Internationl-ის მედია პროგრამის ორგანიზაციის მენეჯერმა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუს პროფესორმა მარიამ გერსამიამ.
პროექტი Black sea trust-ის მხარდაჭერით ხორციელდება სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში. პროგრამის ფარგლებში, ღია მონაცემების შესახებ ქართულიდან სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ითარგმნა სახელმძღვანელო, რომელსაც ტრენინგის მონაწილეები იღებენ.