26 ნოემბერს, საქართველოს საცეკვაო ხელოვნების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ახალქალაქის ახალგაზრდული საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრის ცეკვის ანსამბლმა „ჰაიკ“-მა „მომავალი ჩვენია“ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. ანსამბლის შუა ასაკის ჯგუფმა ცეკვა „კარნო ქოჩარი“ შეასრულა. მოცეკვავემ როზა მუკანიანმა კი დამსწრე საზოგადოებას თავისი უნიკალური სოლო ცეკვა “ელეგია” წარუდგინა.

paruhi hayuhi

ანსამბლის გამოსვლამ დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც ორგანიზატორების, ისე მაყურებლის მხრიდან. „ჰაიკ“ ანსამბლის ყველა წევრს გადაეცა დიპლომი, პირველი ხარისხის მედალი, ასევე ანსამბლი დაჯილდოვდა ანსამბლის სახელის დიპლომითა და თასით.

ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიაზე ცნობილი გახდა, რომ ახალქალაქის ახალგაზრდული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელს კ. თადევოსიანს საქართველოს საცეკვაო ხელოვნების ეროვნული ცენტრის საბჭოს საპატიო წევრის წოდება მიენიჭა, ხოლო ანსამბლ „ჰაიკ“-ს ბულგარეთში 2024 წლის ივლის-აგვისტოში ორგანიზებულ ცეკვის კონკურს-ფესტივალში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიენიჭა.

mrcanak

არსებობის 15 წლის განმავლობაში „ჰაიკ“ ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო მრავალ ფესტივალსა და კონკურსში, ასევე სხვადასხვა კატეგორიის ჯილდო და დიპლომი მიიღო.