ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდასა და დადეშის მოსახლეობას უკვე მრავალი წელია სასმელი წყლის პრობლემა აქვს. ამ სოფლების სასმელი წყლით უზრუნველყოფის პროექტი რეალიზაციუს დამამთავრებელ სტადიაზე იმყოფება. მაგრამ, როგორც მერიიდან გვაცნობეს, შესაძლოა, რომ 2023 წელს წყალმა ზემოაღნიშნულ სოფლებამდე ვერ მიაღწიოს.
ორივე სოფლის უფლებამოსილმა პირებმა, ზარზანდ კუჯოიანმა და ედგარ თუმასიანმა აღნიშნეს, რომ სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
“ჩვენ ადგილზე ვიყავით, ვნახეთ, მიმდინარეობს მშენებლობა, არის ელექტროობის პრობლემა. ამჟამად სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს”,- აღნიშნეს სოფლების უფლებამოსილმა პირებმა.
თუმცა, ზუსტად ვერ თქვეს, წელს მიაღწევს თუ არა წყალი სოფლებამდე. ჩვენ დავუკავშირდით არა მოვსისიანს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის და მშნებლობის სამსახურის უფროსს, რომელმაც გვაცნობა შემდეგი:
“მშენებლობა თითქმის დასრულებულია, დარჩენილია წვრილმანი სამუშაოები. მაგრამ ამასთანავე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული პრობლემა შეგვექმნა. მერიას მიწა უნდა ეყიდა, ეს საკითხი მოვაგვარეთ, თანხა გადავრიცხეთ, ახლა ველოდებით, სანამ ენერგოგამანაწილებელი კომპანია სამფაზიან ელექტროენერგიას გაიყვანს. ზუსტად ამიტომ დარჩენილ წვრილმას სამუშაოებს ვერ ვასრულებთ. თუ ზამთარში ელექტროენერგია იქნება, ვფიქრობ, რომ წელს დარჩენილი სამუშაოები მომავალ წელს იწნება გადატანილი”.
არა მოვსისიანის თქმით, თუ ზამთარში ელექტროენერგია იქნება წყალს ჩართავენ, მაგრამ თუ რამე არასწორად წარიმართება და წყალმომარაგებასთან პრობლემები შეიქმნება, არის ალბათობა, რომ ტუმბოები გაიყინება.
“ჩვენ არ გვინდა გარისკვა, მომავალ წელს თბილ ამინდში გავაკეთებთ დარჩენილ სამუშაოებს და წყალს ჩავრთავთ”,- დაამატა არამ.
აღვნიშნავთ, რომ სამუშაოები ორ ეტაპად სრულდება, რომლებზე 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გათვალისწინებული იყო 257 400 ლარი, ხოლო 2023 წელს – 1 033 785 ლარი რეგიონალური ფონდიდან.
ზემოაღნიშნული სოფლების მოსახლეობამ საკუთარი პრობლემებით არაერთხელ მიმართა ადგილიბრივი თვითმართველობის ორგანოებს. დადეშშიც, სულდაშიც სასმელი წყალი გრაფიკით მოედინება, დღეში ერთი საათის განმავლობაში. როგორც მოსახლეობა ამბობს, ეს წყალი გამოყენებისთვის უსარგებლოა, მაგრამ, ვისაც სხვა სოფლებიდან მოტანის საშუალება არ აქვს, იძულებულია სასმელად ეს წყალი გამოიყენოს. სოფლის მოსახლეობა იმედოვნებს, რომ ეს პროექტი მათი სოფლების ძირითად და მთავარ პრობლემას ბოლოს და ბოლოს მოაგვარებს.
ამ თემაზე ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:
სულდას და დადეშის მოსახლეობა მუდმივი წყლის მოლოდინშია
სულდაში მოსახლეობა წყლის გარეშეა დარჩენილი
სულდას მოსახლეობას წყალს გრაფიკით ურთავებ, მაგრამ ისინი იმედს არ კარგავენ
სულდაში სასმელი წყალი გრაფიკით მოედინება
დადეშში ჯერ კიდევ არ არის ნორმალური სასმელი წყალი