19 ნოემბერს, ბაღდადში, თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებული ტრენერის გიორგი ბოგდანოვას და სსრკ-ს ყოფილი ჩემპიონის გურამ გობეჯიშვილის სახელობის IX ეროვნული ტურნირი გაიმართა. ტურნირში ტრენერის ნორაირ კრჯაციანის ხელმძღვანელობით ახალქალაქის სპორტული სკოლის 7 აღსაზრდელმა მიიღო მონაწილეობა. ოთხი სპორტსმენი მედლით დაბრუნდა.
ორმა მებრძოლმა მეორე პოზიცია დაიკავეს, ორმა – მესამე.
მეორე ადგილი დაიკავეს ვალერიკ ასატრიანმა და ვალიკ ღაზარიანმა, ხოლო გარნიკ გაბრიელიანმა და გარიკ პოზოიანმა — მესამე ადგილი.
ხაზს გავუსვამთ, რომ სოფელ დილისკაში ახალქალაქის სპორტული სკოლის ჭიდაობის სექცია უკვე 13 წელია მოქმედებს. დილისკის სპორტულ სკოლაში ტრენერის ნორაირ კრჯაციანის ხელმძღვანელობით ტარდება მეცადინეობები. დღესდღეობით მეცადინეობებს 50-ზე მეტი მებრძოლი ეწსრება. აღსანიშნავია, რომ იქ მეცადინეობენ არა მხოლოდ სოფელ დილისკას ბავშვები, არამედ სოფელ კუმურდოს, ორჯას, ხანდოს, აბულის და სხვა სოფლების, ასევე ქალაქის ბავშვები.