20 ნოემბერს დაახლოებით 20:00 საათზე ახალქალაქიდან კარწახში მიმავალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ამის შესახებ იტყობინება რადიო NOR-ი.
თოვლისა და ყინულის გამო სატვირთო მანქანა შემხვედრ ზოლზე აღმოჩნდა და გზა გადაკეტა. თვითმხილველების თქმით, მოძრაობის შემხვედრ ზოლზე გადასვლის შემდეგ მძღოლი უცბად გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის თანამშრომლები, ასევე სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.
Jnews-ი შემთხვევის დეტალების შესახებ შსს-სგან ელოდება პასუხს.