სოფელ ხულგუმოს გზა ასფალტდება. მშენებლები ასფალტის პირველი ფენის დაგებას ასრულებენ. თუკი ამინდის პირობები იქნება ხელსაყრელი, ხულგუმო-კულიკამის გზის ასფალტირება საბოლოოდ დასრულდება.

ასფალტირებას ადგილზე მერი მელქონ მაკარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და სხვა თანამდებობის პირები გაეცნენ. სოფლის მოსახლეობასთან ერთად ისინი სამუშაოებს ადევნებდნენ თვალს.

ამჟამად 1 კმ 200 მ სიგრძის გზა არის ასფალტირებული. მიმდინარეობს 500-მეტრიანი მონაკვეთის მიწის სამუშაოები.

სოფელ ხულგუმოს წარმომადგენელმა მოვსეს გიგოლიანმა თქვა: «ასფალტის პირველი ფენა დაგებულია, თუკი ამიდნის პირობები ხელს შეგვიწყობს, დღეს მეორე ფენას დააგებენ. გზის სიგრძე 6 მეტროა».

1

გიგოლიანი კმაყოფილია, რომ ბოლოს და ბოლოს ხულგუმოს გზა მოასფალტდა, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოების პროცესში მშენებლებს გარკვეული პრობლემები შეექმნათ.

«იყვნენ მცხოვრებლები, რომლებმაც გზის პირი დაიკავეს, წყალგაყვანილობის მილები არასწორად იყო გაყვანილი, იყო უზუსტობები, მაგრამ სოფლის მოსახლეობა, საერთო ჯამში, კმაყოფილია, რომ მტვერი აიცილეს თავიდან»,- დაამატა მან.

ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა Jnews-თან საუბარში თქვა, რომ თუკი ამინდის პირობები შეუწყობს ხელს, ხულგუმო-კულიკამის გზის ასფალტირება დასრულდება.

«ჩვენ დაფინანსების მეორე ტრანში მივიღეთ, პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიონ ლარს შეადგენს, ეს გრძელვადიანი პროექტია, მაგრამ მშენებლებთან გვაქვს ხელშეკრულება. და თუკი 10 დღის განმავლობაში ამინდის კარგი პირობები იქნება, ჩვენ ამ გზის მშენებლობას წელს მოვახერხებთ, კულიკამის მონაკვეთის ჩათვლით»,- თქვა მელქონ მაკარიანმა.

მან დაამატა, რომ წელს უფრო მეტი სამუშაო ჩატარდა, ვიდრე პროექტით იყო გათვალისწინებული.
შეგახსენებთ, რომ ხულგუმო-კულიკამის გზის ასფალტირების სამუშაოებს კომპანია «ჯავახავტოგზა» ახორციელებს.ამ გზის მშენებლობაზე 2 058 000 ლარი იყო გამოყოფილი. კონტრაქტის ბოლო ვადა — მისი ხელმოწერიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე.

ამ თემაზე თქვენ ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

ხულგუმო-კულიკამის გზაზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყო
ხულგუმო-კულიკამის გზა მოასფალტდება
ქალაქთან ყველაზე ახლო, მაგრამ «დაშორებული» სოფელი