9 ნოემბერს საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში სომეხი მხატვრის პეტრე სარუხანოვის პერსონალური გამოფენის გახსნის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიება საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოსა და საქართველოს ხელოვნების სასახლის ძალისხმევით, სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

cucahandes Tbilisi

გამოფენის სახელწოდებაა „ჩემი საყვარელი ქალაქი“, რომელის ფარგლებშიც ხელოვნების მოყვარულებისთვის ოსტატის არაერთი ნამუშევარია წარმოდგენილი, მათ შორის მისი დაბადების ადგილის, თბილისისადმი მიძღვნილი ნამუშევრებიც.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ქართველი კულტურისა და საზოგადო მოღვაწეები, საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები.

cucahandes

მისასალმებელი სიტყვით მიმართეს მუზეუმის დირექტორმა გიორგი კალანდიამ, სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში აშოტ სმბატიანმა და მხატვარმა პეტრე სარუხანოვმა. სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა კულტურის უნიკალურ როლს ხალხთა დაახლოების საქმეში.

საქართველოს ხელოვნების სასახლეში გამოფენა 17 ნოემბრამდე გაგრძელდება.

cucahandes mardik