1-დან 2 ნოემბრის ჩათვლით ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა მოზარდებში მოჭადრაკეთა ჩემპიონატი მოაწყო, რომელშიც 24-მა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.
ახალქალაქის საკრებულოს Facebook გვერდის ცნობით, „ნიანგ კამბას თავგადასავალი ჭადრაკის სამყაროში“ კომიქსების ავტორმა თემურ დოდელიამ ჩემპიონატის ინტერესის და დონის გაზრდის მიზნით ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის ნაირი ირიციანის მოწვევით მიიღო მონაწილეობა ტურნირში.
ორდღიან შეჯიბრში ჩემპიონატის საუკეთესო მოჭადრაკეები გამოვლინდნენ. პირველი სამი ადგილი დაჯილდოვდა პრიზებით: მაჯის საათები, ჭადრაკი, მედლები და სიგელები.
● I ადგილი: არმენ ხორშიკიან
● II ადგილი: თემურ დოდელია
● III ადგილი: სურიკ არაქელიანი