სოფელ ფარავნის საშუალო სკოლის მასწავლებელი (ადგლ. ფარვანა) კარინე არაქელიანი რუსულ ენაში I საერთაშორისო პედაგოგიური ოლიმპიადის შესარჩევი ეტაპის ერთ-ერთი გამარჯვებული. შესარჩევი ეტაპის 11 გამარჯვებულს შორის კარინე არაქელიანი კალინინგრადში გაემგზავრება.
კარინე 11 წელია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარავნის სკოლაში ინგლისურსა და რუსულს ასწავლის. 2016 წელს მან რუსული ენის უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო.
კარინე აქტიური მასწავლებელია,როგორც თვითონ აღნიშნავს, მუდმივად მონაწილეობს ტრენინგებში, სხვადასხვა პროექტებსა და ოლიმპიადებში.
“ეს ჩემი რიგით მეორე ოლიმპიადაა. პირველ ოლიმპიადაში მონაწილეობა მივიღე მოსკოვის ბიოტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, სადაც დიპლომი ავიღე. მეორე ოლიმპიადა იყო იმანუილ კანტის სახ. უმივერსიტეტის ოლიმპიადა”, – ამბობს კარინე.
ამის შემდეგ კარინემ ზემოხსენებული უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი შეიტანა. იგი შედგებოდა ორი ეტაპისგან, პირველ ეტაპზე მონაწილეებმა წარმოადგინეს ვიდეო ჩანაწერი.
„ჩაწერა 3 წუთიანი უნდა ყოფილიყო, წარვადგინე ჩემი თავი, ჩემი პროფესია, ასევე, რომელ ენებს ვფლობ, რა მეთოდებს ვიყენებ სწავლებისას, რა რესურსებს ვიყენებ და ა.შ. წარმოვიდგინე, როგორი უნდა იყოს იდეალური მასწავლებელი და გაკვეთილი. ეს ეტაპი გავიარე, მეორე ეტაპი კი ესეს დაწერა იყო. ორი თემიდან ერთი უნდა ამერჩია და რთული თემა ავირჩიე“.
ერთ-ერთი თემა იყო: „რა პროფესიებია აქტუალური 2023 წელს”, “რა პროფესიები იქნება აქტუალური 2030 წელს და რუსების როლი მათში?“. კარინემ აირჩია თემა „რა პროფესიები იქნება აქტუალური 2030 წელს“.
ყველა ეტაპის გადალახვის შემდეგ კარინე ხდება შესარჩევი ეტაპის ერთ-ერთი გამარჯვებული.
კარინე ოლიმპიადის ერთადერთი მონაწილე იყო საქართველოდან.
ოლიმპიადის ორგანიზატორები გამარჯვებულებს ბილეთებს გაუგზავნიან, რათა ნოემბერში თავიანთი პრიზების მისაღებად ჩავიდნენ.
„ყოველთვის ვოცნებობდი საქართველოს საზღვრებიდან გასვლაზე და ევროპაში წასვლაზე, ხოლო კალინინგრადი, როგორც ვიცით, ყოფილი ქალაქი კონიგსბერგია და ჩემი ოცნება ახდა“, – ამბობს ის.
ის ამატებს, რომ ასეთი ოლიმპიადები ადამიანებს აძლევს მოტივაციას, ნაცნობობას, უფრო ფართო წრეს და ახალ ინფორმაციას.
აღვნიშნავათ, რომ ოლიმპიადის შესარჩევ ტურში 28 ქვეყნიდან 150-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ასევე მონაწილეობდნენ სომხეთიდან, ესპანეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან, ჩინეთიდან და კანადადან. შესარჩევი ეტაპის შედეგებით 11-მა გაიმარჯვა. ოლიმპიადის ყველა მონაწილე მიიღებს რუსულ ენაში I საერთაშორისო პედაგოგიურ ოლიმპიადაში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს. ოლიმპიადის შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულები მოწვეულნი არიან ფინალურ ტურში, რომელიც იმანუელ კანტის სახელობის უნივერსიტეტში კალინინგრადში 2023 წლის 20-დან 30 ნოემბრამდე გაიმართება.
კარინე არაქელიანი სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე („1+4“ პროგრამის გარეშე) სწავლობდა. ის პროფესიით ლინგვისტია. შემდეგ მან ვ. ბრიუსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხი მიიღო.
კარინესთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო მისი სოფლის განვითარება, მან დაამთავრა უნივერსიტეტი და უკან დაბრუნდა, რადგან იცოდა, რომ სკოლას არ ჰყავდა რუსული და ინგლისური ენების სპეციალისტები. ის ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ოჯახთან ახლოს ყოფნას.
კარინე ფლობს ოთხ ენას: სომხურს, ქართულს, რუსულს და ინგლისურს. დაინტერესებულია ეკოლოგიით და ტურიზმით, ბუნებით აქტიური ადამიანია.