“ჩემი პირველი კომპიუტერი” პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის სკოლების მოსწავლეებმა, 2022-2023 სასწავლო წლის მე-9 კლასის წარჩინებულმა მოსწავლეებმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან საჩუქრად ნოუთბუქები მიიღეს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში წამახალისებელი საჩუქარი 31 მოსწავლემ მიიღო.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-7, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეებმა წარჩინებული სწავლებისთვის საჩუქრები მიიღეს. მუმიციპალიტეტში “ლენოვოს” ახალი ნოუთბუქი სულ 31 მოსწავლემ მიიღო, რომელთაგან 14 ქალაქის სკოლებიდან, დანარჩენი 17 მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან.
ახალქალაქის №1 სკოლაში (თუმანიანის სახ.)- დასაჩუქრდა 5 მოსწავლე
ახალქალაქის №2 სკოლაში (რუსული სკოლა) – 4 მოსწავლე
ახალქალაქის №3 სკოლაში (ჭავჭავაძის სახ.) – 2 მოსწავლე
ახალქალაქის №4 სკოლაში (დემირჩიანის სახ.) – ნოუთბუქი 3 მოსწავლემ მიიღო
“ჩემი პირველი ნოუთბუქი” სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2010 წლიდან მოქმედებს.