3 სექტემბერს, ხავეთში ძლიერმა და სეტყვამ სოფლის მოსახლეობას დიდი ზიანი მიაყენა, დააზიანა სათესი მინდვრები, ასევე სახლების სახურავები.
სოფლის მოსახლეობამ, ვინც საგრძნობი ზიანი მიიღო, სეტყვით მიყენებული ზარალის კომპენსაციის მიღების იმედით ახალქალაქის მერიას მიმართა.
სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის შესაფასებლად მერიამ სოფელში შესაბამისი თანამშრომლები გაგზავნა, რის საფუძველზეც სოფლის მცხოვრებლებს დაზიანებული სახურავების გარემონტების მიზნით შესაბამისი კომპენსაცია მიეცემათ.
Jnews-ი დაუკავშირდა ახალქალაქის მერიას, ასევე სოფელ ხავეთის მაჟორიტარ დეპუტატს ჰრაჩ მოვსესიანს.
„სოფლის მაცხოვრებლების განცხადებებში არის ხარვეზები, ყველა საჭირო ინფორმაციის მიღების შემდეგ მუნიციპალიტეტი განაცხადების განხილვას დაიწყებს“, – აღნიშნეს მერიაში.
ჰრაჩ მოვსესიანის თქმით, სულ 18 განცხადებაა შემოსული, რამდენიმე ოჯახის განცხადება არასრულია და საქმე ყველა მონაცემის მიღებისთანავე დაიწყება.
„ვერ ვიტყვი, რა თანხა დაეთმობა თითოეულ ოჯახს, მაგრამ კომპენსაციის ოდენობა ინდივიდუალური და მიყენებული ზიანის შესაბამისი იქნება, სოფლის მცხოვრებლებმა ყველა საჭირო მონაცემი უკვე შეავსეს“, – აღნიშნა ჰრაჩ მოვსესიანმა.
შეგახსენებთ, რომ ხავეთი ახალქალაქის ერთადერთი სოფელია, რომელიც 3 სექტემბერს ძლიერმა სეტყვამ დააზიანა.