ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოში, კარტოფილის მოსავლის აღებასთან ერთად, სტაფილოს ამოღების პროცესიც მიმდინარეობს. მოსახლეობა სტაფილოს მოსავლიანობას საშუალოდ აფასებს, მაგრამ ფასს ძალიან დაბალად მიიჩნევს.

ბეჟანო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებიდანაა, სადაც სტაფილო ფართო მასშტაბით მოჰყავთ. ზოგიერთი მცხოვრებლის სტაფილოს მინდვრები 60-80 მეასედს აღწევს. წელს აქ სტაფილოს მოსავალი ზოგადად ცუდი არ არის. ყინვების დადგომამდე ყველა ჩქარობს ამოღებას, შეფუთვას და საწყობებში შენახვას.

სტაფილოს მოყვანა შრომატევადი სამუშაოა, ხელით მუშაობას მოითხოვს. თესვა, მორწყვა და მოსავლის აღება – ყველაფერი ხელით უნდა გაკეთდეს.

სოფლიდან კილოგრამი სტაფილოს 70-80 თეთრად ყიდულობენ, მყიდველების ნაკლებობას არ უჩივიან.

„ჩემი მოსავალი კარგი არ არის, გაზაფხულზე წვიმამ გააფუჭა სტაფილოს მინდვრები, კარტოფილის ყანებიც. სასუქი ორჯერ გავუკეთეთ, სტაფილოს მოყვანა ძალიან რთულია, მაგრამ 70-80 თეთრი არ მაწყობს. მყიდველები არიან“, – ამბობს მცხოვრები ბეჟანო ვარდუი.

ბევრმა, რადგან გაზაფხულზე კარტოფილი ვერ გაყიდა, გადაწყვიტა კარტოფილის მინდვრების შემცირება და სტაფილოს მინდვრების გაზრდა.

სოფელ ბეჟანოდან გრიგორიან შოთა ერთ-ერთია, ვინც სტაფილოს მინდვრები გაზარდა. ადრინდელი 10 მეასედის ნაცვლად 20 მეასედი დათესა. წლევანდელი მოსავლით და ფასით არ არის კმაყოფილი.

„სეტყვიამ და წვიმამ გააფუჭა. მინდვრები გავზარდე და კმაყოფილი არ ვარ. სტაფილოს თვითღირებულება არ დამითვლია, რამდენი დამიჯდა. არ მესმის, როგორ ხდება, რომ ისევ სესხს ვიღებთ, რომ ვიცხოვროთ“, – ამბობს შოთა გრიგორიანი.

სტაფილოს მოყვანის მთელი პროცესი გაძვირდა. სტაფილოს თესლის ერთი შეკვრა ადრე 20 ლარი ღირდა, წელს კი ფასი 60 ლარამდე გაიზარდა. გაძვირდა მუშახელიც, სტაფილოს მკრიფავები უფრო მეტს იღებენ, ვიდრე კარტოფილის მკრეფავები, დღეში 80 ლარი.

ვანციან თათოსს ახლობლები ეხმარებიან სტაფილოს მოსავლის აღებაში, მას არ მიჰყავს მუშახელი. ვანციანი თვლის, რომ სტაფილოს ფასი დაბალია.

„მყიდველები არიან, მაგრამ 60-70 თეთრი ძალიან ცოტაა, თავიდან 1 ლარი იყო, მერე ფასი დაეცა. მოსავალიც ისეთი არ არის, როგორსაც ველოდით. დავთესეთ, როგორც ჩვეულებრივ, რადგან ვიფიქრეთ, რომ ყველა თესლი არ ამოვიდოდა, მაგრამ წვიმიანი ამინდი იყო, ყველა ამოვიდა, ძალიან ბევრი იყო ამოსული, სტაფილო ბევრია, მაგრამ არა მსხვილი. ორჯერ შევისხურე წამალი. ჯერ არ მაქვს გაყიდული, საწყობში ვინახავ“, – თქვა ვანციან თათოსმა.

gazar1