წელს 27 სექტემბერს მაწანწალა ძაღლები ბოლოჯერ დაიჭირეს. ტენდერში გამარჯვებულმა და ამ საკითხზე მომუშავე კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძაღლების რაოდენობა დაამუშავა – 140.
როგორც Jnews-თან საუბარში ახალქალაქის მერიის გარემოსდაცვითი სამსახურის გარემოსდაცვითი სამსახურის უფროსმა რამაზ ხუციშვილმა თქვა, გაწეული სამუშაოთი კმაყოფილია. თუმცა გუშინ, 1 ოქტომბერს, მას შემდეგ რაც ძაღლების დამჭერმა კომპანიამ მუშაობა დაასრულა, ახალქალაქში ადამიანზე ძაღლის თავდასხმა კვლავ დაფიქსირდა. რამაზ ხუციშვილმა ამაზე გვიპასუხა, რომ ეს არის „კომპანიის პრობლემებია და არა მისი“.
ბოლოს ძაღლები 27 სექტემბერს დაიჭირეს, 13 ძაღლი. სულ 140 ძაღლი დაიჭირეს, კასტრირება/სტერილიზაცია მოახდინეს და მუნიციპალიტეტში დააბრუნეს.
აღსანიშნავია, რომ მაწანწალა ძაღლების პრობლემა ახალქალაქში დიდი ხანია აქტუალურია. მაწანწალა ძაღლების დაჭერაზე ტენდერი მუნიციპალიტეტმა 22 033 ლარის ოდენობით გამოაცხადა და “ცხოველების პოპულაციის მართვის ცენტრმა” მოიგო. ტენდერის მიხედვით, 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით 140 ძაღლის დაჭერა და სტერილიზაცია უნდა მოხდეს.
გარდა ამისა, 2023 წლის 13 ივლისს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილით მიმართა, რომელშიც შესთავაზეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად უპატრონო ძაღლებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის ეფექტური გზის მოძიება. ამის შემდეგ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ არასამთავრობო ორგანიზაციებს წერილით აცნობა, რომ მაწანწალა ძაღლების პრობლემის მოგვარების თაობაზე გუბერნიას მიმართა და იქიდან დადებითი პასუხი მიიღო.
ახალქალაქში უსახლკარო ძაღლების დაჭერის პროცესი შეჩერებულია
სამცხე-ჯავახეთში მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოსაგვარებლად გადაიდგმება საჭირო ნაბიჯები
ძაღლების ნაკბენის ფაქტების რეკორდული რაოდენობა ახალქალაქში