სეზონურ სამუშაოებზე გერმანიაში წასვლის მსურველ პირებს ახალქალაქის მერიის თანამშრომლები დაეხმარებიან.
მერის იურიკ უნანიანის თქმით, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ახალქალაქის მერიის ადმინისტრაციას ან მერის მოადგილეს.
«მოსახლეობამ ჩვენ უნდა მოგვმართოს, შეუძლიათ მოგვმართონ, როგორც ინდივიდუალურმა პირებმა, ასევე ჯგუფებმა, ჩვენ განაცხადის შევსებაში და დოკუმენტების შეტანაში დავეხმარებით, რომ დროულად იცოდნენ, როდის და როგორ შეძლებენ წასვლას. მოსახლეობას შეუძლია მიმართოს არმენ მარანგოზიანს ან მერიის ადმინისტრაციას. ენის ცოდნა საჭიროა საწყის დონეზე, ურთიერთობისთვის, ჯგუფში თუკი ვინმემ ელემენტარული საბაზო სიტყვები იცის, ეს მისაღებია, აუცილებელია ინგლისურის, ან გერმანულის ცოდნა. ხალხის რაოდენობა არ არის შეზღუდული, ჩვენთვის მოწოდებული მონაცემებით, საქართველოდან დაახლოებით 300 ათას ადამიანს შეუძლია წასვლა. რამდენი განაცხადიც არ უნდა იყოს, ყველას დაკმაყოფილება შესაძლებელია, თუკი სხვა წინაღობა არ იქნება”, – აღნიშნა ახალქალაქის მერმა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით მსურველებს გერმანიაში სასოფლო-სამეურნეო სფეროში სეზონურ სამუშაოებზე შეუძლიათ მოწყობა.
სამუშაოს ხანგრძლივობა ერთიდან სამ თვემდე. მოსავლის აღების სეზონური სამუშაოები 1-ლ აპრილს იწყება.
სეზონურ სამუშაოებზე პრეტენდენტები შემდეგ
• პირი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე
• ასაკი: 18-დან 60 წლამდე
• გერმანიაში წასვლამდე სამი თვის განმავლობაში შენგენის ზონაში არ გასულა
• ფიზიკურ ჯანმრთელობას ფლობდეს
• მოსავლის აღებაში სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია
• რომელიმე მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რომელიც ქვეყანაში ხელმეორე შემოსვლას შეზღუდავს
• გერმანულ ან ინგლისურ ენაზე ელემენტარული საკომუნიკაციო უნარები (ჯგუფური სამუშაოს შემთხვევაში აუცილებელია, რომ თუნდაც ერთმა მონაწილემ შეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე ურთიერთობა). ენის ფლობის მოთხოვნა დამსაქმებლის მიერ წესდება
გერმანიაში სეზონური ლეგალური დასაქმებისათვის საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო.
რეგისტრაცია მთელი წელი მიმდინარეობს. პირველი რეგისტრაციისთვის განმცხადებელი უნდა დარეგისტრირდეს სპეციალურ ვებ-გვერდზე https://
დამატებითი ინფორმაციის მიღებისათვის დარეკეთ ნომერზე 1505.