დღეს, 16 ოქტომბერს კომენტარი პლატფორმას წარმომადგენლები, ახალქალაქში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის თემა პრობლემები იყო.
ახალქალაქში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ახალქალაქის არასამთავრობო ორგანიზაციები და პლატფორმის წარმომადგენლები: ვახუშტი მენაბდე, სოფო ვერძეული, მერაბ ქართველიშვილი. შეხვედრა ახალქალაქის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა. განიხილეს არსებული პრობლემები, რომლებიც სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას აწუხებდა და მათი გადაჭრის გზები.
აქტუალურ პრობლემებს შორის იყო არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე არსებული პრობლემები, დეცენტრალიზაცია, საშუალო და უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული პრობლემები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა, ამბულატორიების მუშაობა, ინფრასტრუქტურული პრობლემები (გზები, გაზი, წყალი და ა.შ.). ისაუბრეს იმაზე, თუ რატომ არ ვითარდება ტურიზმი და მომსახურების სფერო. ასევე ისაუბრეს აზარტული თამაშების დაწესებულებებთან და გარემოსთან დაკავშირებულ პრობლემებზე (ჰიდროელექტროსადგურების ზემოქმედება). ასევე განიხილეს გენდერულ პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ.
ხვალ, 17 ოქტომბერს, ანალოგიური შეხვედრა ნინოწმინდის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება.
”პლატფორმა კომენტარი” არის სპეციალისტთა გაერთიანება, რომელიც ფართო საზოგადოებას კრიტიკულ თვალსაზრისს სთავაზობს საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. პლატფორმა მუშაობს 4 ენაზე: ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენაზე.