მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ უკვე მეორედ ცდილობს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებას, მაგრამ ამჯერად  მოსახლეობაში  იყენებენ პროპაგანდას და ადმინისტრაციულ რესურსს დისიდენტი საზოგადოების წინააღმდეგ . სამცხე-ჯავახეთში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას მკაფიოდ არ ესმის მრავალათასიანი საპროტესტო აქციის არსი, ცდილობენ წარმოაჩინონ სიტუაცია ისე, თითქოს საპროტესტო აქციებს ლგბტ თემი აწყობს, ამასთანავე ეს სარკაზმით არის წარმოდგენილი.

პირველი მარცხის შემდეგ, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ „სამოქალაქო საზოგადოების“ წინააღმდეგ კანონპროექტის ჩამოყალიბებისთვის, რომელსაც ხალხში „რუსულ კანონს“ უწოდებენ, უფრო საფუძვლიანი მიდგომა გამოიჩინა. უპირველეს ყოვლისა, გავრცელდა აგიტაცია, რომ ეს კანონპროექტი „არანაირად არ იყო რუსული, არამედ ამერიკული და ევროპული“. ჩინოვნიკები ყველგან ცდილობენ დაარწმუნონ მოსახლეობა, რომ ეს პროექტი ვითომ ქვეყანაში შემოსული ფინანსების გამჭვირვალობისთვისაა, მაგრამ რატომღაც ეს გამჭვირვალობა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ეხება. ამ კანონპროექტის მოწინარმდეგეები თვლიან, რომ ეს კანონპროექტი სავსეა სამომავლო პრობლემებით ყველასთვის, ვინც გარკვეულწილად დაფინანსებას იღებს საზღვარგარეთიდან, რუსეთთან პარალელების გავლებით, სადაც კანონი ხელისუფლების ხელში ძლიერ იარაღად იქცა, რომელმაც დათრგუნა და გაანადგურა ყველა ორგანიზაცია, რომელმაც შეიძლება ისაუბროს ისეთ ფენომენებზე, როგორიცაა კორუფცია, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სახელმწიფო სახსრების ქურდობა, დაცინვა, წამება და ა.შ. სწორედ ამიტომ ამ კანონპროექტის ქართულ ვერსიას მომიტინგეების დიდი ნაწილი უწოდებს „რუსულ კანონს“.

თუმცა, დავუბრუნდეთ სამცხე-ჯავახეთში ამ „დისკრიმინაციული კანონის“ მიღების გავრცელებისა და პროპაგანდის სპეციფიკას. სამცხე-ჯავახეთში გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, დაგეგმილად თუ სპონტანურად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აწარმოებენ რიტორიკას, რომ აქციები უმნიშვნელოა, აქციებს ესწრებიან ძირითადად ლგბტ ადამიანების წარმომადგენლები, თავად აწყობენ ამ აქციებს და ეს წარმოდგენილია უგულებელყოფილად.

LGBT 3

17 აპრილს ნინოწმინდის მერმა ანივარდ მოსოიანმა ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა პოსტერი, რომელშიც ლგბტ საზოგადოების ყველა აქტივისტს თბილისში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე მონაწილეობისკენ მოუწოდებდა, მოწოდება გაფორმებული იყო ფერად ტანსაცმელში ჩაცმული ქალების და კაცების ფოტოებით. აღნიშნული პოსტი 14-მა ადამიანმა გააზიარა, საჯარო მოხელეებმა და მერიის თანამშრომლებმა, მათ შორის ჟურნალისტის მშობლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციის ყოფილმა წარმომადგენელმა და ა.შ. პოსტის ქვეშ რამდენიმე კომენტარის შემდეგ ნინოწმინდის მერმა ანივარდ მოსოიანმა პოსტი წაშალა.

ანივარდ მოსოიანმა პოსტი წაშალა, თუმცა იგივე პოსტერი კვლავ გამოქვეყნდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის საბა კბილაშვილისა და სხვების გვერდზე. მეტიც, ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლები და თვით პროსახელისუფლებო მედიის წარმომადგენლები ავრცელებენ მასალებს, სადაც აქციის გამორჩეული გარეგნობის მონაწილეები იგინებიან, ეწევიან…

აღნიშნული რიტორიკის დაწყების მიზეზი ახალციხეში 15 აპრილს მომხდარი აქცია გახდა. იმ დღეს ვიღაც ბექა მესხმა ფეისბუქზე მოაწყო ღონისძიება, სადაც ახალციხეში საპროტესტო აქციაზე მიიწვია. მართალია, აღნიშნულ ახალგაზრდას ახალციხეში არ იცნობდნენ, როგორც აქტივისტს, მაგრამ ამ მოვლენას გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების რამდენიმე წარმომადგენელი ახალციხიდან.

აქციის შემდეგ სოციალურ ქსელებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ეს ახალგაზრდა ლგბტ თემის წარმომადგენელია. აღნიშნული მიტინგი სარკაზმით გაჩმდა ფეისბუქის გვერდზე სახელწოდებით „პოლიტიკური სატირა“, თითქოს დამცინავად, რომ ხალხი ლგბტ თემის წარმომადგენლის მიერ დაგეგმილ აქციაზე შეიკრიბა.

LGBT 5

ეს ინფორმაცია და შეურაცხმყოფელი პოსტები და კომენტარები გაჩნდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების სოციალურ გვერდებზე, რომლებიც ასახელებდნენ მომიტინგეების სახელებს და აკავშირებდნენ თითოეულს ოპოზიციასთან, ორგანიზაციასთან ან რაიმე სახის საქმიანობასთან. ამასთანავე, აქციის ჩამოთვლილ მონაწილეებს შორის იყვნენ ადამიანები, რომლებიც რეალურად არ იმყოფებოდნენ აქციაზე. მაგალითად, TI-ის რეგიონული წარმომადგენელი თამუნა უჩიძე, რომელიც აქციაზე არ იმყოფებოდა, ან „ახალქალაქის კარტოფილის” ასოციაციის თავმჯდომარე მახარე მაცუკატოვი.

„აქციაზე არ ვყოფილვარ, თუმცა ცუდს ვერაფერს ვხედავ ამაში. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის მიზანი იყო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დისკრედიტაცია, იმის გათვალისწინებით, თუ რეგიონის მოსახლეობა ლგბტ თემს როგორ ეპყრობა“, – ამბობს მახარე მაცუკატოვი.

მედიაექსპერტ ზვიად ქორიძის თქმით, მსგავსი რიტორიკა ქვეყნის მასშტაბით კი არ ხდება, არამედ დიდი ალბათობით ჩვენს რეგიონში.

„ამ კანონპროექტის ავტორები ხშირად ამბობენ, რომ დიახ, ეს კანონი არის მათთვის, ვინც ლგბტ პროპაგანდას ახორციელებს, რომელიც ეწინააღმდეგება ეკლესიას და ა.შ. მაგრამ ეს არის სიცრუე, რადგან ამ კანონპროექტს არავითარი კავშირი არ აქვს არც ლგბტ თემატიკასთან, არც რელიგიურ თემატიკასთან, არც ეროვნულ, არც სხვა რომელიმე თემატიკასთან. ეს განიხილება, როგორც რუსული კანონპროექტი, რადგან წარმოგვიდგენს ქართული საზოგადოების დამსგავსების პერსპექტივას რუსულ საზოგადოებაში, სადაც არ არის პლურალიზმი, არ არის აზრის გამოხატვის თავისუფლება და ეს არის პრობლემაა“, – ამბობს ზვიად ქორიძე.

LGBT

ექსპერტის აზრით, ლგბტ თემის ფონზე სიტუაციის წარმოჩენა ძალიან მზაკვრული მიდგომაა.

„ამ მიტინგებზე, ალბათ, არიან ლგბტ თემის წარმომადგენლებიც, ისევე როგორც სამთავრობო წრეებში არიან. ჩვენ არ ვყოფთ საზოგადოებას სექსუალური მახასიათებლების მიხედვით, ხალხი განსხვავებულია, ამა თუ იმ გენდერის წარმომადგენელი ყველგან არის. ეს არის ძალიან სახიფათო მიდგომა, ეს არის ძალიან მზაკვრული მიდგომა ხელისუფლების მხრიდან, რომლებსაც სურთ ამ კანონის საწინააღმდეგოდ რაიმე სახის ლგბტ ელფერით მოაფერადონ ამ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების ვადები, ზუსტად 17 მაისს გახადონ კანონიერი, 17 წლის შემდეგ ამ მახასიათებლის მიხედვით ისევ ხალხის შედარება უნდათ. ეს ძალიან საშიში მიდგომაა, ხელისუფლება საზოგადოების ნერვებზე თამაშობს, ხელისუფლება ჩვენს დემოკრატიულ მიდგომებზე თამაშობს. ჩვენს საზოგადოებას არ უნდა, რომ საქართველო გახდეს ავტორიტარული ქვეყანა, სადაც არ არის თანასწორობა, სადაც არის მხოლოდ ხელისუფლების ნება და ადამიანი, როგორც სახელმწიფოს მთავარი საფუძველი, გახდა უმნიშვნელო“, – ამბობს ზვიად ქორიძე.