დღეს, ახალქალაქში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა უამინდობა არ იძლევა მათი გამართულად განხორციელების საშუალებას. ჩნდება კითხვა, რატომ იწყება ახალქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ზამთრის დადგომისას?
ახალქალაქის ჯავახეთის ქუჩა კარგა ხანია დანგრეულია, ყოველ ნაბიჯზე დიდი და პატარა ორმოებია. როგორც მერიაში აცხადებენ, ქუჩა უნდა მოასფალტდეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოწესრიგდება საკანალიზაციო სისტემა. პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჯავახეთის ქუჩის მოასფალტება იგეგმება, ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო. სანამ პროექტი არ დასრულებულა, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას არ მოსვლია აზრად, ქუჩის საკანალიზაციო სისტემის მოასფალტებამდე გაერემონტებინათ.
ბოლოს გადაწყდა მოასფალტების პროექტის შეჩერება, ახალი საკანალიზაციო ხაზის გაყვანა და მხოლოდ ამის შემდეგ ასფალტის განახლება. ახალქალაქის მერიამ წლის მეორე ნახევარში ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რომელიც კომპანია „მშენებელობამ“ 603 700.00 ლარით მოიგო. ქუჩაზე ასფალტის მოხსნა დაახლოებით 10 დღის წინ დაიწყო, ახლა გზის კიდეები მთლიანად გაწმენდილია ასფალტისგან. ღრმა ხვრელებმა ქუჩის ზოგიერთი მონაკვეთი გაუვალი გახადა. იმის გათვალისწინებით, რომ ზამთარი ძალიან ახლოსაა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ორმოები დიდხანს იქნება. გზის სხვადასხვა მონაკვეთზე უკვე ჩამოყალიბდა გუბეები, რაიონში თოვლი მოვიდა, რომელიც უკვე დნება. ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ასფალტის ნაწილი საკუთარი ხელით დაშალა, რადგან ამ ადგილას წყალი გროვდებოდა და სახლში შესდიოდა.
ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 2022 წლის 18 იანვრის ჩათვლით უნდა დაიწყოს და დასრულდეს. სულ 4 თვეა ამისთვის განსაზღვრული, თუმცა 2 თვეა სამუშაოები არ დაწყებულა.
შემდეგი ასეთი არადროული სამუშაო თავისუფლების ქუჩაზეა, სადაც სახურავის გამოცვლა მიმდინარეობს. პირველი სართული მფლობელმა გაარემონტა, ხოლო მეორე სართულის ფასადის სამუშაოებს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს რეგიონისა და ახალქალაქის ტურიზმის განვითარების პროექტის ფარგლებში.
ამავე პროექტის მიხედვით, მოეწყობა 4 კორპუსის ფასადი და მერიის წინ მდებარე სკვერი.
26 ნოემბერს ჩარენც-თავისუფლების გზაჯვარედინზე მდებარე შენობის შიგნით თოვლი მოვიდა, რადგან ახლის ასაშენებლად სახურავი, რამდენიმე დღის განმავლობაში მოხსნილი იყო.
როდის დასრულდება ამ შენობის სახურავის სარემონტო სამუშაოები, ახალქალაქის მერიაში ვერ გვპასუხობენ, რადგან პროექტი არ აქვთ.
ახალქალაქის ცენტრში შენობების ფასადების რეაბილიტაცია გრძელდება