ბევრი ახალქალაქელი სტუდენტი, რომლებმაც სწავლა თბილისში ან ერევანში დაასრულეს, უმუშევრობის გამო სამშობლოში არ ბრუნდებიან, დაბრუნებულები კი ხშირად სამუშაოს ვერ პოულობენ. შრომის ბაზარზე ვითარებას ართულებს ის ფაქტი, რომ მოთხოვნა ყოველთვის არ ემთხვევა მიწოდებას – პროფესიები, რომლებზეც ამ რაიონში არის მოთხოვნა, არ არის პოპულარული აბიტურიენტებში.
ახალქალაქში პროფესიული საქმიანობის რამდენიმე ვარიანტი არსებობს – ეს არის ან სამთავრობო სამუშაოები (ადგილობრივი თვითმმართველობები, სკოლები, საბავშვო ბაღები), ან კერძო სამუშაო (სილამაზის სალონები, ტანსაცმელი და სასურსათო მაღაზიები), ან ბანკები და აფთიაქები. ამ მხრივ, ახალქალაქში ვიწრო სპეციალობების სტუდენტები ვერ დასახლდებიან. პრობლემას მეორე მხარეც აქვს – იმის ცოდნა, რომ ახალქალაქში ვიწრო სპეციალობებზე მოთხოვნა არ არის, აბიტურიენტები ირჩევენ ყველაზე გავრცელებულს (მაგალითად, მედიცინას ან ეკონომიკას), რაც დიდ კონკურენციას იწვევს აბიტურიენტებს შორის.
ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორის ასისტენტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „წინ ახალი შესაძლებლობების“ დირექტორი ლօლია რაისიანი მიიჩნევს, რომ ახალქალაქში ვიწრო პროფესიებზე მოთხოვნა დაბალია და ამის შესახებ ცოტამ თუ იცის. გარდა ამისა, ახალქალაქში ასეთი პროფესიები დიდ ქალაქებთან შედარებით დაბალანაზღაურებადია.
„აბიტურიენტები არ ირჩევენ ისეთ პროფესიას, რომელზედაც ჩვენ გვაქვს მოთხოვნა, რადგან მათ გარისკვის ეშინიათ. მაგალითად, არ გვყავდეს კარგი არქიტექტორები, დიზაინერები, გიდები. ეს უფსკრული არსებობს, რადგან სტუდენტები აქ პერსპექტივას ვერ ხედავენ. მათ დიდ ქალაქებში უნდათ დამკვიდრება. სამუშაო, რომელიც სხვაგან მაღალანაზღაურებადია, ჩვენს ქვეყანაში კოპეკები ღირს. აღნიშნულ პროფესიებზე მოთხოვნა ვიწროა, ვინც ამ სფეროში მუშაობს ან რაღაცნაირად არის დაკავშირებული, იცის ამის შესახებ. ხოლო აბიტურიენტები ცდილობენ აირჩიონ რაიმე ნეიტრალური, და არა ვიწრო სპეციალობა“, – კომენტარს აკეთებს ის.
მისი თქმით, ახალქალაქში არ არის საკმრისი ვეტერანი, ვიწრო სპეციალობების სხვადასხვა ექიმები, ექსპერტები, რომელთა მოწვევაც შესაძლებელი იქნება ტრენინგებზე, აგრონომები და ა.შ., მაგრამ იმისათვის, რომ ხალხს ამ სფეროებში სწავლისა და მუშაობის მოტივაცია ჰქონდეს, თუნდაც მინიმალურად ახალქალაქში განვითარებულები უნდა იყვნენ.
„მაგალითად, ადამიანს უნდა გიდად მუშაობა, ამიტომ ხელისუფლებამ მინიმალურად უნდა განავითაროს ტურიზმის სექტორი, რომ მას ჰქონდეს ამ მიმართულებით მუშაობის სურვილი. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ თუკი 5 წელი გიდად ისწავლის, შეძლებს მუშაობას, როდესაც დაბრუნდება”,- აღნიშნავს ლოლია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში შრომის ბაზარი ადგილმდებარეობაზეც (ქალაქი ან სოფელი) არის დამოკიდებული, ასევე გენდერულ სტერეოტიპებზე. მაგალითად, სოფლებში ცდილობენ აირჩიონ ისეთი პროფესია, რომლის მოთხოვნაც სოფელში არის. გოგონების შემთხვევაში – მასწავლებელია, ხოლო ბიჭების შემთხვევაში – „ხოფანი“ (საზღვარგარეთ მუშაობა). ქალაქში აბიტურიენტები ორიენტირებულნი არიან იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ ადგილზე. „ახლა უფრო მეტად ბიზნესის გახსნას ან ბიზნესის სფეროში სწავლას ცდილობენ, რადგან ხელფასზე მუშაობა არავის უჰნდა“,- აღნიშნავს ლოლია.
რაც შეეხება გენდერულ სტერეოტიპებს, გოგონები ხშირ შემთხვევაში არ ირჩევენ ისეთ პროფესიებს, რომლებიც მამაკაცურად ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ ეს მათ მოსწონთ.
ლიოლია რაისიანი და ბევრი სხვა ექსპერტი იმ აზრზეა, რომ ახალქალაქში შრომის ბაზრის უფრო ეფექტური ფუნქციონირებისათის «შრომის ბიტჟა» არ არის საკმარისი, სხადაც დამსაქმებელი და განმცხადებელი ერთმანეთს იპოვიან.
„ადვოკატირების პროექტის ფარგლებში ჩვენ შრომის დასაქმების ცენტრის გახსნა გვინდოდა, რათა მერიასთან არსებულიყო სამსახური, რომელიც დამსაქმებელსა და განმცხადებელს ერთმანეთთან დააკავშირებდა. მსგავსი ცენტრები თითქმის ყველა ქალაქში არის, გარდა ახალქალაქისა და ნინოწმინდისა. მერიამ თავის მხრივ გვითხრა, რომ წინააღმდეგი არ არის, ვითანამშრომლებთ, თუკი გაიხსნება, ხოლო შრომის დასაქმების ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს, რომ ახალქალაქში აპირებენ გახსნას, მაგრამ ამის შემდეგ 2 წელი გავიდა, ცვლილებები არ არის. ერთი წლის წინ ცენტრი ახალციხეში გაიხსნა“,- ყვება ლოლია.
გარდა ამისა, ის აღნიშნავს, რომ აუცილებელია შრომის შესაძლებლობების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებულობის ამაღლება:
„არის ბევრი პროგრამა, რომელთა შესახებ არც კი იციან, რომ სცოდნოდათ, მონაწილეობას აუცილებლად მიიღებდნენ. ახალგაზრდა ადამიანებმა რომ იცოდნენ, რომ არა მხოლოდ ვინმესთან მუშაობა შეუძლიათ, არამედ საკუთარ თავზე შეუძლიათ მუშაობა, სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობა“.
ეს მასალა შექმნილია ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია ააიპ “ღია საზღვრები” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
მასალა შექმნილია პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ ფარგლებში, განმახორციელებელი HEKS\EPER Georgia-ს მიერ რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციებთან, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი (CIF) – ქვემო ქართლი, სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრი (SCCSF) – სამცხე-ჯავახეთი, თანამშრომლობით.