ახალქალაქის ცენტრალურ ნაწილში, თავისუფლების ქუჩაზე შენობების ფასადების რემონტი დაიწყო. სამუშაოებს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახალქალაქში რეგიონისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.  წლეულს 4 კორპუსის ფასადი და მერიის წინ მდებარე სკვერი გარემონტდა. კულტურის სახლის ფასადის რეაბილიტაცია კი, გადაიდო. 

პროგრამა “განახლებული მუნიციპალიტეტის” ფარგლებში, ახალქალაქში, მესროპ მაშტოცის მოედნის მიმდებარედ არსებული შენობების ფასადების რეაბილიტაციით დაიწყო.  მუშებმა ფასადის შეკეთება სამხატვრო სკოლის შენობიდან დაიწყეს, ხოლო მოსამზადებელი სამუშაოები სხვა შენობებზე და მერიის წინ მდებარე სკვერში მიმდინარეობს.  სხვა კერძო სახლები ერთ თვეში გარემონტდება.  სამხატვრო სკოლის შენობის კედლების ფასადი გარემონტებულია, ახლა უკვე მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

კულტურის სახლის ფასადის რეაბილიტაცი გადაიდო. როგორც სამშენებლო კომპანიის თანამშრომლებმა განაცხადეს, სამუშაო მოცულობითია და შესაძლებელია, რომ მათ არ ჰქონდეთ დრო, რომ დაასრულონ ცივი ამინდების დაწყებამდე, ასე რომ, ეს სამუშაო გადაიდო რეაბილიტაციის მეორე ეტაპამდე – 2022 წლის გაზაფხულამდე.  წლეულს დასრულდება კერძო სახლების ფასადებისა და სკვერის რეაბილიტაცია.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახალქალაქის ცენტრალური ქუჩებისა და  ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციას რეგიონის და ამ რეგიონში ტურიზმის განვითარების მიზნით ახორციელებს.  სამინისტრომ ადგილობრივ ხელისუფლებას მოედნის რეაბილიტაციის 4 ვარიანტი წარმოუდგინა, ამათგან ორი ძეგლის მოედნიდან მერიის წინ მდებარე სკვერში გადატანას ითვალისწინებს, ხოლო დანარჩენი ორი წრიული კვეთის შექმნას მოედანზე, ერთი მათგანი ძეგლით ცენტრში წრიული მოძრაობით, ხოლო მეორე ძეგლით იმ ადგილას, სადაც ის ახლა არის.  ეს ვარიანტები ახალქალაქის მერიაში განიხილეს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.  თუმცა, განხილვების შედეგად ისინი შეთანხმდნენ, რომ ძეგლი არ მოიხსნება მოედნიდან.  წრიული მოძრაობის  შესახებ განხილვების დაწყებაზე ახალქალაქის მოსახლეობა ხშირად გამოხატავს შეშფოთებას, რომ ძეგლი არ უნდა გადაადგილდეს მოედნიდან.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის, იურიკ უნანიანის თქმით, მათ ჯერჯერობით წერილობითი პასუხი არ გაუგზავნიათ, მაგრამ სიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ ძეგლი მოედნის ცენტრში გადაინაცვლებს.