ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში აშუღ-ჯივანის სახლ-მუზეუმის ნახვა შესაძლებელია ონლაინ. ეს ერთადერთი მუზეუმია ჯავახეთში, რომლის ნახვაც ვირტუალურად არის შესაძლებელი. აღნიშნული პროექტის მიზანი – მთელი მსოფლიოს ხალხს საშუალება მიეცეთ დაბრკოლების გარეშე გაეცნონ სომხურ ხელოვნებას.

2020 წლის დეკემბრიდან სოფელ კარწახში აშუღ ჯივანის სახლ-მუზეუმის გვერდის სომხური ვერსია შემუშავდა. ამჟამად მზად არის გვერდის ინგლისური და რუსული ვერსიები, მაგრამ არ არის ამოქმედებული, ქართულენოვანი ვერსიის შექმნის პროცესი მიმდინარეობს. მუზეუმის ონლაინ დათვალიერების შესაძლებლობა გვერდზე შექმნილია «ჯივანის ონლაინ მუზეუმის შექმნის» პროგრამით. პროგრამა დაფუძნებულია «ჯავახეთის მხარდაჭერს ფონდის» ინიციატივით და სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

გვერდის ოფიციალური გახსნა მას შემდეგ იგეგმება, როცა პროგრამა ოთხივე ენაზე ამუშავდება.

მუზეუმის დათვალიერება უფასოა. გვერდზე ონლაინ-მაღაზია არის, სადაც სხვადასხვა სუვენირი იყიდება, რომლებიც გიუმრიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებმა გააკეთეს, ასევე აშუღ ჯივანის თემატიკის სუვენირებია.

ვირტუალური მუზეუმის დათვალიერება

«ონლაინ გვერდი შესაძლებლობას აძლევს მათ, ვინც ჯივანის ხელოვნებით და მისი მუზეუმით ინტერესდება, ჯივანის ხელოვნებას ეზიაროს, მისი საქმიანობის შესაძებ გაიგოს, კულტურულ სიახლეებს ადევნოს თვალი, გამოიყენოს მდიდარი ინფორმაციული აუდიო და წიგნების არქივი, რათა მთელ მსოფლიოში ნახონ რა მემკვიდრეობა დატოვა, ასევე, მთელი მსოფლიოდან ახალი ტურსიტები მოიზიდონ»,- ამბობს მუზეუმში მომუშავე, ჰასმიკ საგატელიანი.

givani1

მისივე თქმით, სტუმრები უკვე ჰყავდათ, მაგრამ ჯერჯერობით ცოტა. ისინი იმედოვნებენ, რომ რაოდენობა გაიზრდება.

«ჯერ სამი გამოხმაურება გვაქვს, ისინი მადლობას გვიხდიან ვირტუალური მუზეუმის შექმნისთვის, მაგრამ ვიმედოვნებთ ოფიციალური გახსნის შემდეგ, მომხმარებლების რაოდენობა გაიზრდება»,- ამბობს ის.

givani

აღვნიშნავთ, რომ აშუღ ჯივანის სახლ-მუზეუმი ორგანიზაცია «ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდმა»  გახსნა. სახლ-მუზეუმი ორი ნაწილისგან შედგება: საგამოფენო და მემორიალური. საგამოფენო ნაწილი 2017 წლის 27 აგვისტოს გაიხსნა, მემორიალური – 2016 წლის 27 აგვისტოს. სახლ-მუზეუმში დაახლოებით 100 ექსპონატია.

jivani muzey

კარწახში აშუღ ჯივანის დღე აღნიშნეს