Jnews-ი წარმოგიდგენთ ახალქალაქში დასრულებულ და დაუსრულებელ საგზაო სამუშაოებს.
წელს ახალქალაქი-ნინოწმინდის გზის ასფალტირება დასრულდა, რომელიც 2 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ასევე დასრულებულია ქალაქ ახალქალაქის შემოსასვლელში გზის ასფალტირება, რომელიც სომხეთსა და თურქეთში მიმავალ ორ მაგისტრალს აერთიანებს.
ახალქალაქი-ნინოწმინდის გზის რეაბილიტაცია 2019 წლის ივლისში დაიწყო. რეაბილიტაციაზე 19 038 910 ლარის ტენდერი საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2019 წლის 18 აპრილს გამოაცხადა. ტენდერში კომპანია “საგზაო სამშენებლო სამმართველო N1”-მა 14 749 992,92 ლარით გაიმარჯვა, თუმცა სარემონტო სამუშაოები ქვეკონტრაქტორმა კომპანიამ “ჯავახ ავტო გზამ” განახორციელა. საერთო ჯამში რეაბილიტირებული იყო 16 კმ გზა ახალქალაქი-ნინოწმინდა მაგისტრალის 86 კმ-დან 70 კმ-მდე. სარემონტო სამუშაოები საბოლოოდ მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდა.
2020 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქალაქის შემოსასვლელში გზა, რომელიც სომხეთში და თურქეთში მიმავალ ორ ტრასას აერთიანებს. ფედერალური ტრასის 2,5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო.
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ტენდერი 23 ივნისს 2`686`610 ლარით გამოაცხადა. ტენდერში კომპანია “ჯავახ ავტო გზამ” გაიმარჯვა. სარემონტო სამუშაოები საბოლოოდ მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდა.
დაუსრულებელია ახალციხე-ახალქალაქის გზის რეაბილიტაცია, ჯერ კიდევ მოუგვარებელია ქალაქ ახალქალაქში ორმოების პრობლემა.
ახალციხე-ახალქალაქის გზის რეაბილიტაცია 2020 წლის სექტემბრის მეორე ნახევარში დაიწყო. ამჟამად დაახლოებით 2 კმ სიგრძის გზა არის ასფალტირებული. საერთო ჯამში მდინარე კორხის წყლის ხიდიდან რეაბილიტირებული იქნება დაახლოებით 7 კმ სიგრძის გზა. მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ახალციხე-ახალქალაქი გზის ( მდინარე კორხის წყლის ხიდიდან ახალქალაქამდე) მონაკვეთის რეაბილიტაციაზე 6`638`460.00 ლარის ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი კომპანია “საგზაო-სამშენებლო სამმართველო №1”-მა 5`744`000.00 ლარით მოიგო.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2021 წელს ასევე გარემონტდება ქალაქ ახალქალაქის ცენტრში თავისუფლებისა და დარბინიანის ქუჩების გზაჯვარედინზე არსებული ორმოები. გზების რეაბილიტაციის ტენდერის შესრულების ვადა 2 წელია.
ახალქალაქში ორმოების გარემონტებისა და თავისუფლების ქუჩის ბოლო ნაწილის (ბენზინგასამართი სადგურის მოპირდაპირე მხარე, დაახლოებით 58,6 მ გზა) კაპიტალურ რემონტზე ტენდერი მერიამ ოთხჯერ გამოაცხადა, 14 აგვისტოს, 26 აგვისტოს, 10 სექტემბერს და 25 სექტემბერს 97 920 ლარით. თუმცა, ვერცერთი ვერ შედგა კონკურსში მონაწილეთა არარსებობის გამო. როგორც მერიიდან შეგვატყობინეს, იმის გამო, რომ მალე ზამთარი დგება, ტენდერი წლეულს აღარ გამოცხადდება. ორმოების რემონტზე ტენდერი 2021 წლისთვის გამოცხადდება.