ახალქალაქში, აღმაშენებლის ქუჩაზე, პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის ახალქალაქის ადგილობრივმა ხელისუფლებამ 80 100 ლარი გამოყო.
200 მეტრიანი მონაკვეთი, ქვეითთა ნაწილი პოლიციის ეზოს გალავნის უკან, ავტოსკოლის შესასვლელიდან და პოლიციის ეზოს შესასვლელამდე, კეთილმოეწყობა. ტერიტორია დაბინძურებული და მიტოვებულია.
როგორც ახალქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, იქ ასფალტი და გაზონი დაიგება, ასევე რამდენიმე სკამი.
ტერიტორიას მერია კეთილმოაწყობს, რათა ავტოსკოლასთან შეკრებილ ხალხს დასასვენებელი ადგილი ჰქონდეს. კეთილმოწყობის პროექტი მზად არის.