რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი ქარი, თოვლი და ცუდი მხედველობა ) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ნინოწმინდა-თბილისის გზები პროვანსალის უღელტეხილის გავლით და თურქეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ღიაა ყველა სახის ტრანსპორტისთვის.
„გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მძღოლებს ურჩევენ გამოიყენონ მხოლოდ ზამთრის საბურავები.
ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.