დღეს, 22 თებერვალს სამცხე-ჯავახეთის არც ერთ მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4679 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 329 ახალქალაქში და 151 ნინოწმინდაში.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS-ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირდა.
საერთო ჯამში, რეგიონში 104 ადამიანია იზოლირებული:
1. ადიგენის – 11 პირი;
2. ასპინძა – 11 პირი;
3. ახალციხე – 28 პირი;
4. ახალქალაქი – 14 პირი;
5. ბორჯომის – 40 პირი;
6. ნინოწმინდის – 0 პირი.
დღეის მდგომარეობით კარანტინში და კოვიდ სასტუმროებში არავინ იმყოფება, ხოლო კოვიდ კლინიკაში 22 პაციენტი რჩება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირდა.
საერთო ჯამში, რეგიონში 4 609 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 47 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია 26 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა. ამ დროისთვის 2 ნიმუშის პასუხს ელოდებიან