ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტალი უკვე 2-3 დღეა, რაც მუშაობის შეზღუდულ რეჟიმზე გადავიდა. საავადმყოფოში თანმხლები პირებისთვის შესვლა შეზღუდულია. იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა არ არის, თანმხლებ პირებს საავადმყოფოში არ უშვებენ.

საავადმყოფოში შესვლისას ყველას სიცხეს უზომავენ. იმ შემთხვევაში თუ ადამიანს ექნება ტემპერატურა:
«საავადმყოფოში მას შესაბამის დახმარებას გაუწევენ. იმ შემთხვევაში თუ გაგვიჩნდება კორონავირუსით დაავადების სიპმტომების ეჭვი, ჩვენ ლაბორატორიას გამოვიძახებთ, რომელიც აიღებს სინჯს და 24 საათის განმავლობაში გვეტყვის პასუხს. ასეთი შემთხვევა ჩვენთან ჯერ არ ყოფილა»,- ამბობს საავადმყოფოს მენეჯერი ალექსან თოროიანი.

რაც შეეხება პაციენტების თანმხლებ პირებს, პატარა ბავშვთან ერთად უშვებენ მხოლოდ ერთ მშობელს, ასევე დაიშვება ერთი თანმხლები პირი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან ერთად. სხვა დანარჩენ შემთხვევებში თანმხლები პირები გარეთ დაელოდებიან.