ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 2020 წელს სხვადასხვა სამუშაოსა და მომსახურებისათვის თანხა 18-ჯერ გამოიყო, დახარჯულია 126 307 ლარი.

“საქართველოს თვითმმართველობის შესახებ” კანონის თანახმად მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალური ბიუჯეტის 2%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის თანხა წლეულს 150 000 ლარს შეადგენს.

სარეზერვო ფონდიდან 126 307 ლარი გამოყენებულია 12 სხვადასხვა პუნქტისთვის, მათ შორის 3 ინფრასტრუქტურულ პროექტზე.

ფონდის დანახარჯი შემდეგნაირად არის განაწილებული:

– სადეზინფექციო ხსნარების ყიდვა (4-ჯერ): 2200 ლარი, 7050 ლარი,750 ლარი და 150 ლარი
– უსახლკარო ძაღლების გადაყვანის მომსახურება: 3000 ლარი
– სახელმწიფო მოვალეობა (სასამართლო საქმეები): 480 ლარი
– მერიისათვის დეზობარიერების ყიდვა: 900 ლარი
– მერიის შენობაში ოთხჯერ დეზინფექციის ჩატარება: 9000 ლარი
– ჯანმრთელობის საზოგადოებრივ ცენტრში სადეზინფექციო ღონისძიებების ჩატარება: 2000 ლარი.
– წყალსაცავის გასუფთავება მკვდარი თევზებისგან: 2500 ლარი
– გაჭირვებული ოჯახებისათვის ფქვილის ყიდვა: 23 960 ლარი
– სოფელ კუმურდოს წყალსაცავის შევსება: 14 373 ლარი
– სოფელ სულდასა და დადეშში წყალსაცავის აღდგენა: 5137 ლარი
– სოფელ დიდ სამსარში და პატარა სამსარში საავტომობილო გზების აღდგენა: 47 871 ლარი
მერენიის, დიდი სამსარის, პატარა სამსარის გზაზე ხიდის აღდგენა: 6936 ლარი

2020 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ნაშთი 23693 ლარს შეადგენს. მუნიციპალიტეტში სარეზერვო ფონდი 2021 წელსაც 150 000 ლარს შეადგენს.