ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, 18 ოქტომბერს, კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევა გამოვლინდა და მაჩვენებელი იზრდება.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა ამავე დღეს ანტიგენზე 246 და PCR-ის 54 ტესტი გააკეთა, რომელთაგან 34 დადებითი იყო.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრ ზრდაზე განცხადებას აკეთებენ, და ფიქრობენ, რომ ამ მდგომარეობის მიზეზი მოქალაქეთა უსაფრთხოების ზომებისა და სანიტარული სტანდარტების დაუცველობაა, რაც დაბალი სამოქალაქო ცნობიერების ბრალია.
კორონავირუსის გამო, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის დისტანციურ სწავლებაზე 9 სკოლა გადავიდა.