დღეს, 9 მაისს, ახალქალაქში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნა. პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნას და რეგიონში ერთადერთ დარჩენილ ვეტერანს, აშოტ ალაგულიანს ფაშიზმზე გამარჯვება მიულოცეს.

 

IMG-20210509-WA0006

მეორე მსოფლიო ომის ბოლო ვეტერანი

ახალქალაქის მერიასთან შეკრებილი მოქალაქეები და ხელმძღვანელი პირები დღეს, საბჭოთა კავშირის გმირის, ვაჩაგან ვანციანის ძეგლთან მივიდნენ, რომელიც ქალაქის ბაზრობასთან, მოედანზე მდებარეობს.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, სამველ მანუკიანმა, ახალქალაქის მერმა, იურიკ უნანიანმა, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირციანმა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა ძეგლი ყვავილებით შეამკეს.

IMG-20210509-WA0004

წელს ახალქალაქში 9 მაისის დღესასწაულზე ვეტერანები არ იყვნენ. რეგიონში დარჩენილი ერთადერთი ვეტერანი, აშოტ ალაგულიანი საწოლზეა მიჯაჭვული.

დიდი სამამულო ომის ვეტერანი, აშოტ ალაგულიანი გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით მთავრობისგან 1000 ლარს ოდენობით თანხას მიიღებს.