ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ვეტერანთა რიგები შემცირდა. წელს გამარჯვების დღეს მუნიციპალიტეტის ერთადერთი ვეტერანი აღნიშნავს. აშოტ ალაგულიანი სოფელ ხანდოში ცხოვრობს, მაგრამ მედლებით გაწყობილი სადღესასწაულო კოსტიუმების ჩაცმას და გამარჯვების 76-ე წლისთავზე საბჭოთა კავშირის გმირის, ვაჩაგან ვანციანის ძეგლის ქალაქში წასვლას, ის სავარაუდოდ ვერ შეძლებს, მისი ჯანმრთელობა არ იძლევა ამის საშუალებას.
დაახლოებით ორი წლის წინ, როდესაც Jnews-მა აშოტ ალაგულიანზე დაწერა, ის ენერგიით სავსე და მხნედ იყო. მხიარული, მოსაუბრე ვეტერანი უკვე ორი წელია წევს , სიარული აღარ შეუძლია. ორი წლის წინ, ნათესავის დაკრძალვიდან დაბრუნებისას წაიქცა, ხელი დაიზიანა, რამდენიმე თვის შემდეგ ფეხი და ახლა ის საწოლად არის ჩავარდნილი. მას მისი ქალიშვილი – ალვარდი უვლის.
აშოტ ალაგულიანთან არ შევთანხმებულვართ ვიზიტს, მაგრამ დილით მან უთხრა ქალიშვილს, რომ დღეს, მასთან სტუმრები და ჟურნალისტები მივიდოდნენ. მისი სადღესასწაულო კოსტუმი მედლებითა და ქუდით საზეიმოდ არის ჩამოკიდებული საწოლზე. იქვე არის სკამი, ხელჯოხი სკამზე და სასმელი.
ბაბუა აშოტი თავიდან სიტყვაძუნწობდა, სულ ჩუმად იყო, შემდეგ კი აღშფოთებით დაიწყო საუბარი და ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა. მას ცუდად ესმის, ჩვენი კითხვების უფრო ხმამაღლა და სოფლის დიალექტით თარგმნა დაიწყო მეზობელმა.
აშოტ ალაგულიანი 98 წლისაა. ის ჯარში 16 წლის ასაკში წავიდა. 1942 წელს ძმის ნაცვლად გაიწვიეს ჯარში. ის მსახურობდა ტამანის 89-ე მსროლელთა დივიზიაში.
მისი ყოფილი ამხანაგები მას უმცროს ძმასავით ექცეოდნენ და ხუმრობდნენ: ”მან ჭამოს, რომ გაიზარდოს”. ვეტერანს ომის წლების ყველა დეტალი ახსოვს.
“1942 წლის სექტემბერში თანასოფლელებთან ერთად ომში წამიყვანეს. თავდაპირველად ბუინაკსკში გაგვიშვეს, შემდეგ 1943 წლის 12 მარტს ისინი უკვე ფრონტზე გაგვიშვეს. მივედი ბერლინში, ქალაქ გუნცბურგში ვიყავი”,- იხსენებს აშოტ ალაგულიანი.
ბავშვებსა და ოჯახზე საუბრისას აშოტ ალაგულიანს თვალები აუცრემლიანდა, სიტყვა ყელში ეჩხირება თითქოს. მას შვილები და შვილიშვილები ენატრება.
აშოტ ალაგულიანს ექვსი შვილი, ორი ვაჟი და ოთხი ქალიშვილი და 17 შვილიშვილი ჰყავს.
“ძალიან მენატრებიან ჩემი შვილები და შვილიშვილები. მეშინია, რომ მათი უნახავი მოვკვდები. ორი წლის წინ, როდესაც ძალიან ცუდად ვიყავი, ყველანი 20 დღის განმავლობაში აქ იყვნენ, სახლი აივსო ბავშვებით და ხალხით. ახლა კი მარტო მე და ჩემი ქალიშვილი ვართ”.
თვალები გაუბრწყინდა, როდესაც ცოლზე დავიწყეთ საუბარი. არპენი, რომელმაც ბაბუა აშოტის გული დაიპყრო, 1997 წელს გარდაიცვალა.
“მე ის ძალიან მიყვარდა, ჩემს მშობლებს სურდათ, რომ ქნარიკ (სოფლის გოგონას) მომეყვანა ცოლად, მაგრამ მე მაინც არპენზე დავქორწინდი. ის ძალიან ლამაზი იყო. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით, უბრალოდ არპენი ადრე წავიდა”. თვალცრემლიანი ყვება ვეტერანი.
ბაბუა აშოტი ბავშვობაში ძალიან ცელქი ყოფილა.
“არც ერთი დღე არ გაივლიდა ისე, რომ ბიჭეთან არ მეჩხუბა”, – ამბობს ის.
გარშემო ყველას ძალიან უყვარს და ყურადღებიანია. ქალიშვილი ყველა “ახირებას” უსრულებს, როგორც თვითონ ამბობს. ხოლო მეზობლებმა, თუკი სახლში არაჩვეულებრივი, არაყოველდღი საჭმელი აქვთ, ბაბუა აშოტის წილი აუცილებლად უნდა მიუტანონ.
“ექიმმა მირჩია ყოველდღე დალიო 50 გრამი არაყი და მე ვაკეთებ ამას და ეს მაშინვე მსუბუქად და უკეთესად ვარ. დილას ცუდად ვარ ხოლმე, ყელი მიშრება, ლაპარაკი არ შემიძლია, ხელებით ვაჩვენებ, ჩემმა ქალიშვილმა უკვე იცის, 50 გრამი მოაქვს, ვსვამ და კარგად ვხდები”.
საწოლთან ლუდის ბოთლებიც იყო. ალვარდმა, ალაგულიანის ქალიშვილმა, ღიმილით თქვა, რომ ბაბუა ყოველდღე ოთხ ბოთლ ლუდს სვამს. ”ის წყლის ნაცვლად ლუდს სვამს”, – ამბობს ალვარდი.
ახალქალაქის ერთადერთ ვეტერანს, აშოტ ალაგულიანს უყვარს თავის ცხოვრებაზე საუბარი, უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ძალიან გაუხარდა ჩვენი ვიზიტი. ის ხომ ყურადღების ცენტრში იყო და დილით ქალიშვილს დაპირდა, რომ სტუმრები ეყოლებოდა.