ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ არასამთავრობო ორგანიზაციებს წერილი გაუგზავნა, რომ მათ მიმართეს გუბერნიას მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარების თაობაზე და შესაბამისი დადებითი პასუხი იიღეს.
2023 წლის 13 ივლისს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მაწანწალა ძაღლებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების ეფექტური გზების მოძიების მიზნით მიმართა. საკრებულოს მიმართეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა „მწვანე გზაჯვარედინი“, „ღია საზღვრები“, „ახალქალაქის ბიზნეს ცენტრი“, „მომავლის კორპუსი“, „ზრდასრულთა განათლების ცენტრი“, „ახალქალაქის განვითარების ჯგუფი (LAG)“.
ამის შემდეგ, 19 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მაწანწალა ძაღლების საკითხი განიხილეს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად უსახლკარო ცხოველების მდგომარეობა განიხილეს, ასევე ისაუბრეს რეგიონში გამოყენებული მეთოდის (დაჭერა, სტერილიზაცია, იმავე ადგილზე დაბრუნება) არაეფექტურობაზე. შედეგად, ბიურომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, გაეწერა შესაბამისი წერილი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო კომისრის ადმინისტრაციისთვის, რათა შემდგომ ერთობლივად გადაიჭრას პრობლემა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პასუხი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სახელმწიფო კომისრის ადმინისტრაციისგან 31 ივლისს მიიღეს. დღეს, 1 აგვისტოს, საკრებულოდან ეს პასუხი ახალქალაქის არასამთავრობო ორგანიზაციებმაც მიიღეს.
„№117-117232002 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ სამხარეო ადმინისტრაციამ დაიწყო შესაბამისი პროცედურები უსახლკარო ცხოველების პრობლემის მოსაგვარებლად.
პატივისცემით, დავით ვარდიაშვილი – სახელმწიფო უფლებამოსილის პირველი მოადგილე“.
აღსანიშნავია, რომ წერილში არ არის მითითებული პრობლემის გადაჭრის ხერხზეა საუბარი, თუმცა, JNEWS-ის ინფორმაციით, რეგიონში განიხილება უსახლკარო ცხოველების თავშესაფრის შექმნა, რომელიც რეგიონულ ცენტრში, ქალაქ ახალციხეში იქნება.
ახალქალაქში ყოველდღიურად აქტიურად განიხილება მაწანწალა ძაღლების საკითხი და მოსახლეობაზე გახშირებული თავდასხმები. მოსახლეობა ამ პრობლემის მოგვარებას ითხოვს.
ახალქალაქში უსახლკარო ძაღლების პრობლემის მოგვარებიზ რომელი შესაძლო გზები განიხილეს
ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე გასეირნებაზე ჯარიმა შესაძლოა გაიზარდოს