13 ოქტომბერს ახალქალაქის საგანმანათლებლო-კულტურულ ცენტრში თარჯიმნების დღესასწაული აღინიშნა, რომელიც სომხურ მწერლობასა და ბიბლიის თარგმნასთან არის დაკავშირებული. ღონისძიებაში ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრის და გიუმრის ბავშვებისა და მოზრდილთა შემოქმედებითი ცენტრის „ოჯახის“ პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.

targmanhac1

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ჰიმნების შემდეგ ღონისძიება „მამაო ჩვენო“ ლოცვით დაიწყო, რომელიც ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის სიმღერის წრის აღსაზრდელებმა წაიკითხეს. შემდეგ მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი კარინე თადევოსიანი. მან თარჯიმნების დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

targmanchac4

ღონისძიების წამყვანებმა მწერლობის შექმნის აუცილებლობაზე, მთარგმნელობითი ხელოვნების მნიშვნელობაზე მაშტოცური მწერლობის შექმნის შემდეგ მოკლე ისტორიული მიმოხილვა წარმოადგინეს.

დღის თემაზე გაიმართა ვიქტორინა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გიუმრის „ოჯახი“ ცენტრის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრების მოსწავლეებმა, ასევე რამდენიმე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.

ხოლო ღონისძიების მხატვრული ნაწილი, რომელშიც სამი ცენტრის შესაბამისი ჯგუფები მონაწილეობდნენ, მოიცავდა თეატრალურ წარმოდგენას, რომელიც ეძღვნებოდა სომხური მწერლობის გამოგონებას, დეკლამაციას, სიმღერებსა და ცეკვებს დღის მნიშვნელობის შესაბამისად.

targmanchac3
ღონისძიებას პატივი მიაგეს სამცხე-ჯავახეთისა და წალკის წინამძღვარმა მეუფე ვარდაპეტ ტერ ნშან ჰამაიაკიანმა, ახალქალაქის სურბ ხაჩის ეკლესიის სულიერმა მწყემსმა მეუფე ტერ ნარეკ ტიგრანიანმა, ახალქალაქის კულტურის სახლის დირექტორმა აშუღ ალიკ-ჯავახკი, ახალქალაქის მუსიკალური სკოლის, რეგიონის რამდენიმე საჯარო სკოლის პედაგოგებმა, ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრის, ახალქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორმა სედა აკოპიანმა, მედიის წარმომადგენლებმა და მშობლებმა.

targmanchac5
ღონისძიების დასასრულს, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის მთავარმა ვიკარიატმა, უწმინდესმა ვარდაპეტმა ტერ ნშან ჰმაიაკიანმა მისალოცი სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც სომეხი ბავშვის ეროვნული სულისკვეთების აღზრდის მიზნით მსგავსი ღონისძიებების ორგანიზების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა გიუმრის „ოჯახი“ ცენტრის დირექტორმა არტურ მინასიანმაც. მან ხაზი გაუსვა ჯავახეთი-გიუმრის ცენტრებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

სადღესასწაულო დღე ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის ეზოში მოწყობილი შურჯპარით დასრულდა.

სომხური ეკლესია წმიდა მთარგმნელთა ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. წმიდა მთარგმნელთა დღესასწაული სომეხი ხალხის ერთ-ერთი ეროვნული საეკლესიო დღესასწაულია და აღინიშნება ჯვართამაღლების მეოთხე კვირის მომდევნო შაბათს. ეს დღესასწაული სომხური ანბანის გამოგონების, პირველი სომხური ბიბლიის, მთარგმნელთა მოძრაობისა და სომხური ენის დასაწყისის სიმბოლოა. სომეხთა სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს ექვსი მთარგმნელის – მესროპ მაშტოცის, მისი მოწაფეების, ეღიშეს, მოვსეს ხორენაცის, დავით ანახტის, ასევე გრიგორ ნარეკაცისა და ნერსეს შნორალის ქადაგებას.