დღეს, 22 თებერვალს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები განიხილა. ძირითადი ცვლილებები ეკონომიკისა და ქონების სამსახურის შეთავაზებით კეთდება, ასევე ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის და მშენებლობის. ცვლილებების თანხა 1 249 464 ლარს შეადგენს.

გარდა ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებებისა, დეპუტატებმა ასევე განიხილეს და ნება დართეს «სოფლის მხარდაჭერის» პროგრამის შესრულებას, რომლისთვისაც სახელმწიფომ 922 000 ლარი გამოყო.

ბიუჯეტის ცვლილებები დეპუტატებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური სამსახურის უფროსმა, მკრტიჩ მღდესიანმა წარუდგინა.

ცვლილებები მერიის სამსახურების მიერ გაგზავნილი წერილების საფუძველზე კეთდება. ეკონომიკისა და ქონების სამსახურით ბიუჯეტში გათვალისწინებულია 381 555 ლარის ცვლილება. ცვლილებები ეხება შემდეგ სამუშაოებს:

– 26 000 ლარი უსახლკარო ძაღლების დასაჭერად
– 20 000 ლარი მუნიციპალიტეტის გამხმარი ხეების მოსაჭრელად
– 10 940 ლარი სპორტ კომპლექსის გათბობის სისტემის რეაბილიტაციისათვის
– 3000 ლარი მუნიციპალური ორგანიზაციების ელექტრომრიცხველების და ბუნებრივი აირის მრიცხველების რეგისტრაციისათვის
– 18 615 ლარი სოფელ კიროვაკანში სტადიონის რეაბილიტაციისათვის
– 280 000 ლარი ნაგვის გადამზიდი მანქანის შესაძენად
– 13 000 ლარი სოფელ დიდ სამსარში სასმელი წყლის წყალსადენი მილის რეაბილიტაციისათვის
– 10 000 ლარი სოფელ ალასტანში წყალსადენი მილის რეაბილიტაციისათვის.

მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის მიერ გათვალისწინებულია 851 409 ლარის ცვლილება. ცვლილებები ეხება შემდეგ სამუშაოებს:

– თავისუფლების ქუჩის ბოლო ნაწილის რეაბილიტაციისათვის – 42 920 ლარი
– პარკის – “ხაც ბახჩას” რეაბილიტაციისთვის – 315 340 ლარი
– საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაციისთვის, რომელიც ქალაქს ჯივანის მასივთან და №1 ყოფილ სამხედრო ქალაქთან აკავშირებს – 172 000 ლარი
– სოფლის გზების (მასალა) გრეიდერით გასწორებისთვის – 70 000 ლარი
– 6000 ლარი – სერვის ცენტრს სამუშაოების შესასრულებლად
– ქალაქის ქუჩების ორმოების გასარემონტებლად – 230 000 ლარი.

მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურმა, ასევე, მოითხოვა შპს «ჯავახ ავტო გზისთვის» 15 149 ლარის დამტკიცება, 2020 წელს ახალქალაქის ქუჩების და სოფლების გზების თოვლისგან დასუფთავებისთვის.

მერიამ ასევე მოითხოვა მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების დეზინფექციისათვის 1000 ლარი, ხოლო საქონლის ბაზრის რეაბილიტაციისთვის- 15 500 ლარი.

კომისია ზედმიწევნით განიხილავდა ცვლილებების თითოეულ პუნქტს. დეპუტატების შეკითხვებზე პასუხობდა მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის უფროსი, რაფიკ აბაჯიანი, ხოლო ეკონომიკისა და ქონების განყოფილებიდან სამველ მურადიანი.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე სედა მელკუმიანს აინტერესებდა რა კრიტერიუმებით ირჩევდნენ გამხმარ ხეებს, გათვალისწინებულია თუ არა სოფლებში გამხმარი ხეების მოჭრა, ასევე შესთავაზა კონტროლი გაუწიონ იჭრება თუ არა ხეები რთულად მისასვლელ ადგილებში.

«ისე არ გამოვიდეს, რომ თანხა გამოვყოთ, მარტივად მისასვლელ ადგილებში ხეები მოიჭრას, ხოლო რთულად მისასვლელ ადგილებში დარჩეს. თანხა დაიხარჯება, ხოლო ყველაზე სახიფათო ადგილებში გამხმარი ხეები დარჩება. კომისიამ ყველა ადგილი შეისწავლოს, მათ შორის, სოფლებშიც»,- თქვა სედა მელკუმიანმა.

სამველ მურადიანმა უპასუხა, რომ გამხმარ ხეებს მოსახლეობის განცხადების საფუძველზე არჩევენ, კომისია ადგილზე მიდის, ნახულობს და სიაში შეაქვს.

ასევე, ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ამ პროცესში ქალაქის და სოფლების უფლებამოსილი პირები აქტიურად ჩაერთონ. ასევე «სერვისცენტრის» გამწვანების განყოფილების თანამშრომლები.

დეპუტატებს პრეტენზია ჰქონდათ ქალაქის უფლებამოსილი პირების სამუშაოსადმი, რომ ისინი ტენდერის მომგები შესაბამისი ორგანიზაციების მხრიდან ძაღლების დაჭერის პროცესს ვერ აკონტროლებენ. «გამოდის, ბიუჯეტი თანხას გამოყოფს, თუმცა შედეგი არ არის»,- თქვეს დეპუტატებმა.

მწვავე განიხილვა მოჰყვა სოფლის გზების გრეიდერების გამოყენებით გარემონტების არაეფექტიანობას. დეპუტატი მელკონ მაკრკარიანი მიიჩნევს, რომ სოფლის გზების გრეიდერებისთვის გათვალისწინებული 70 000 ლარი- უაზრო დანახარჯია.

«შარშან გამოვყავით, მაგრამ შედეგი ნულია. სოფელს ერთი, ან ორი მანქანა ვერ დაეხმარება, ორმოების საკითხი ვერ მოგვარდება, ჯობია თანხა ერთ სოფელს მივცეთ, შედეგი მაინც იქნება»,- თქვა მელკონ მაკარიანმა.

განიხილეს ასევე, საფეხმავლო ხიდის კაპიტალური რემონტის პროექტს, რომელის ქალაქ ჯივანის მასივთან და №1 ყოფილ სამხედრო ქალაქთან აკავშირებს.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ, დეპუტატი სამველ პეტროსიანი გამოვიდა ინიცატივით 3 სოფლის ბავშვების  (ხულგუმოდან, კულიკამიდან და კარტიკამიდან ქალაქის სკოლებში) ტრანსპორტირებისთვის სახსრები მოიძიონ, რაზედაც უარი უთხრეს.

Почему школьников из Картикама не будут больше перевозить в город

«არ არის ლამაზი, ჩვენი ხელფასები გავზარდოთ და ბავშვების საკითხი ვერ მოვაგვაროთ. ძალიან საწყენია, რომ სახელმწიფო მანქანები გამოიყენება პირადი მიზნებისთვის, 30 000 ლარი გათვალისწინებულია ორი მანქანის ყიდვისთვის და ბავშვების საკითხის მოგვარება არ შეგვიძლია»,- თქვა სამველ პეტროსიანმა და კოლერგებს შესთავაზა ნებაყოფლობით მუნიციპალიტეტის ყველა მომუშავემ თუნდაც ანაზღაურების 10% ბავშვების ტრანსპორტირების საკითხის მოგვარებისთვის გაიღონ. საკითხს მწავე განხილვები არ გამოუწვევია.

მკრტიჩ მღდესიანმა ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში მომუშავეებისთვის ხელფასების  გაზრდის შესახებ ინფორმაცია უარყო.

მერიის იურიდიული სამსახურის ადმინისტრაციული და იურიდიული განყოფილების უფროსმა, ვრეჟ ბერიკიანმა თქვა, რომ ტრანსპორტირების დაფინანსებას მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის სკოლა იღებულობს, თუკი სოფელში საშუალო განათლების მიღების პრობლემა არის, თუკი სკოლას არასრული განათლება აქვს და სკოლის მოსწავლეები სწავლის შესაძლებლობას არიან მოკლებულნი.