2 ოქტომბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობასთან ძუძუს კიბოსთან ბრძოლის თვისადმი მიძღვნილი ფლეშმობი გაიმართა.
საკრებულოსთან არსებული გენდერული საბჭო უკვე მეორე წელია ძუძუს კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ღონისძიებებს აწყობს. წელს საკრებულოს შენობასთან შეიკრიბნენ როგორც მუნიციპალური საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე მონაწილეობდნენ ახალქალაქის №1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის მოსწავლეები, რომელთა ძალისხმევით პლაკატები, ლენტები და ჰელიუმის ბუშტები დამზადდა.
„ოქტომბერი – ვარდისფერი თვე, ქალებისთვის ძუძუს კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლების თვე, ყოველი ქალი, რომელიც წინასწარ ზრუნავს თავის ჯანმრთელობაზე, წელიწადში ერთხელ მაინც შეძლებს ორგანიზმში ცვლილებების ადრე აღმოჩენას და მკურნალობის პროცესის დაწყებას. ვინაიდან სარძევე ჯირკვლის კიბო არ არის სასიკვდილო განაჩენი, ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში შეიძლება მთლიანად განლურნება. თუ ინფორმირებული ხარ, მაშინ განიკურნები, ანუ შეგიძლია იბრძოლო ჯანმრთელობისთვის. ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებთ, იმედი გვაქვს, ასეთი შემთხვევები არ გვექნება და თუ გვექნება, ინფორმაციის საშუალებით დროულად გავაფრთხილებთ ამის შესახებ“, – ამბობს საკრებულოს დეპუტატი სედა მელკუმიანი.
საინფორმაციო კამპანიის მონაწილეებმა მიამაგრეს ლენტები, წრეზე ხელჩაკიდებული იდგნენ და ცაში ვარდისფერი ბუშტები გაუშვეს.