ბოლნისში კაცმა ცოლი მოკლა და შვილი დაჭრა. ადგილობრივის ინფორმაციით, მკვლელობა ცივი იარაღით მოხდა.
არსებული ინფორმაციით დანაშაულის ჩადენის შემდეგ მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა და ახლა კლინიკაშია მოთავსებული.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ასევე, გამოძიება მიმდინარეობს 11 პრიმა 118-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.