ახალქალაქის ხას ბახჩას ცენტრალურ პარკში ნარდის მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა. გამარჯვებულებს წამახალისებელი პრიზები და სიგელები გადაეცათ.
ახალქალაქიდან ნარდის მოყვარულებს შორის დაძაბულ ბრძოლაში 3 გამარჯვებული გამოვლინდა:
უკვე მეორე წელია ნარდის ჩემპიონატი იმართება მერიის ინიციატივით, იმისათვის, რომ ნარდის მოყვარულების დღეებმა უფრო საინტერესოდ ჩაიაროს, რომლებიც ხშირად პარკში იკრიბებიან და თამაშობენ.
ფეისბუქზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური გვერდის ცნობით, მერის მოადგილემ მკრტიჩ მღდესიანმა და განათლების, კულტურის, სპორტის ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებმა გამარჯვებულებს დიპლომები, მედლები და სიმბოლური საჩუქრები – ნარდი გადასცეს.