რუსული Unistream-ის აშშ-ის სანქციების ქვეშ მოხვედრის შემდეგ, ფულადი გზავნილების აღნიშნული კომპანია, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში ყველაზე პოპულარული იყო და პირველ ადგილს იკავებდა, ივლისის მაჩვენებლებით მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა.

აგვისტოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების ($287 მლნ) 23,2% Zolotaia Korona–ს სისტემის მეშვეობით ჩაირიცხა. ამ არხით საქართველოში $66,5 მლნ შემოვიდა.

საერთაშორისო სისტემებს შორის ფულად გზავნილებში მეორე ადგილზეა RIA არის 23%–ით, რომლის საშუალებითაც საქართველოში აგვისტოში $66,1 მლნ შემოვიდა.

ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით მესამეზე Money Gram-ია 15,9%–ით და $45,6 მლნ-ით.

Western Union კი მეოთხე ადგილს იკავებს 15%–იანი წილით და $43,2 მლნ–ით.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $287 მლნ(752.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 14.1%-ით ($47.3 მლნ–ით) ნაკლებია 2022 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.