17 სექტემბერს «საქართველოს სომხური სათვისტომოს» არასამთავრობო ორგანიზაციამ პირველ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ პიკეტი მოაწყო, რომლის დროსაც მთიანი ყარაბაღის გარშემო მომხდარი მოვლენების არასაკმარისი გაშუქება და ჟურნალისტების დუმილი გაპროტესტდა.
პიკეტის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები შემდეგი წარწერებით:
«ჟურნალოისტის ვალდებულება არის ის, რომ არ დაფაროს ინფორმაცია, რომლის მნიშვნელობა და შინაარსი საზოგადოების საერთო ინტერესის საგნია»,«ჟურნალისტური საქმიანობის დამოუკიდებლობსა და მიუკერძოებლობის პრინციპი გამორიცხავს ჟურნალისტის მიერ ისეთი სახის საჩუქრის მიღებას, რომელსაც მისი პროფესიული თავისუფლების ხელყოფა შეუძლია».
გარდა ამისა, ისინი ყარაბაღის ბლოკადის და ჰუმანიტარული კრიზისის ამსახველ პლაკატებს ატარებდნენ.
პიკეტის მონაწილეები ასევე გეგმავენ 24-საათიან მჯდომარე აქციის გამართვას, ხოლო 18 სექტემბერს მჯდომარე აქციის შემდეგ «იმედია» და «მთავარის» ტელეარხებთან პიკეტების გამართვა იგეგმება.
ცნობისთვის ასევე აღვნიშნავთ, რომ დღეს საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა შემდეგი შემადგენლობის მქონე პოსტი: «ქალბატონო რამილა ალიევა, თქვენ არ ხართ მარტო. ჩვენ მხარს გიჭერთ». არტურ მირზოიანის თქმით, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ რამილა ალიევა მუშაობს არა მიუკერძოებლად, არამედ აზერბაიჯანის ინტერესებისთვის .
აღვნიშნავთ, რომ რამილა ალიევა საქართელოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი განყოფილების ხელმძღვანელია.