საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს გააფრთხილა, რომ ქვეყანაში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.
შეტყობინებაში, კერძოდ, ნათქვამია:
„9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში ძლიერი ნალექია მოსალოდნელი და ამიტომ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ”.
აღსანიშნავია, რომ გუშინ გურიაში ძლიერი წვიმის გამო მდინარის კალაპოტი ადიდდა, ჩამოწოლილი იყო მეწყერი, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, ხიდები, სოფლების დამაკავშირებელი გზები, იყო მსხვერპლი.