შაბათს, 9 სექტემბერს, ახალქალაქის ცენტრალურ პარკში ქალაქის დღე აღინიშნება. ახალქალაქს 959 წელი შეუსრულდება. ახალქალაქის მერიამ სადღესასწაულო ღონისძიებების პროგრამა გამოაქვეყნა, რომელსაც თქვენ წარმოგიდგენთ:
„ახალქალაქის დღე 2023“ საზეიმოდ 9 სექტემბერს 12:00 საათზე “ხას ბახჩა” პარკში დაიწყება. ღონისძიების წამყვანი ქეთი გომართელი.
– 12:00 – ხელნაკეთი და ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
– 12:00 – ადგილობრივი კერძების მომზადების მასტერკლასები, დეგუსტაცია
– 12:00 – ეთნოგრაფიული კუთხე
– 12:00 – სპორტული შეჯიბრებები, „მხიარული სტარტები“
– 12:00-18:00 – წარდგებიან: მედოლეების ჯგუფი, მოძრავი ქანდაკებები, სხვადასხვა ანიმატორები.
– 12:00 – საბავშვო გასართობი კუთხეები: საპნის ბუშტების ჩვენება; ბურთულების ჩვენება; სხვადასხვა ფორმის თიხის ფიგურების დახატვა, რომლებიც ბავშვებს გადაეცემათ;
– 13:00 – ადგილობრივი ქორეოგრაფების კონცერტი
მუსიკალურ საღამოს უზრუნველვყოფენ ჯგუფი “ღამის შოუ” და DJ PROMUS.