2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები დასახელდნენ, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. ათეულში შევიდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ რადიონოვკას საჯარო სკოლის მასწავლებელი მანუშაკ მკრტჩიანიც, რომელიც ფინალში ვერ გავიდა. შესაბამისად, ის Liberty Bank-ის მხრიდან დაჯილდოვდება.
ამრიგად, “2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” საუკეთესო ხუთეულში შემდეგი მასწავლებლები შევიდნენ:
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა.
აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეშვიდედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
კონკურსის „2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფარგლებში გამოვლინდა საუკეთესო ხუთეული და მათგან მხოლოდ ერთი გახდება ლაურეატი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს. გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა.