დღეს, 4 სექტემბერს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევთან მდინარე მტკვარში ადამიანის ცხედარი იპოვეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეცხრე არხს” განუცხადეს ამ ეტაპზე უცნობია ეკუთვნის თუ არა აღნიშნული ცხედარი ამავე სოფელში დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს, გიმზერ კაველიძეს.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის გიმზერ კაველიძე სოფელ ნაქალაქევში 2023 წლის 5 მაისს დაიკარგა, თვითმხილველების ინფორმაციით, ის მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც სავარაუდოდ, წყალში ჩავარდა.

tv9news.ge