ბიუჯეტის ბოლო კორექტირებისას, რომელიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო, სხვა პროექტებთან ერთად, აღინიშნა, რომ ჯივანის პარკის რეაბილიტაცისთვისაც საჭიროა დამატებითი თანხა (მნდოს პარკი).
დამატებითი თანხა სამუშაოს საწყისი ღირებულების 5,321% (30,814 ლარი) შეადგენს. როგორც მერიის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განმარტეს, კანონით მათ აქვთ 10%-იანი თანხის დამატების უფლება, თუმცა რატომ არის ზუსტად ეს თანხა დამატებული, შეხვედრაზე პასუხი არ გაეცა.
როგორც გაირკვა, პროექტში სამუშაოს მოცულობა არ იყო გათვალისწინებული.
„სამფაზიანი ელექტროენერგიის დასაყენებლად საჭირო იყო დამატებითი დაფინანსება, წყლის წერტილი იყო საჭირო, წყალი უნდა დამონტაჟდეს, არის სამუშაოებიც, უფრო სწორად, ხარვეზები ბეტონთან, ბაზალტთან და სხვა დანამატებთან დაკავშირებით. იყო მოცულობის ნაკლებობა, ანუ არ იყო საკმარისი ბაზალტი, ბეტონი.სამუშაოები შარშან, ოქტომბერში დაიწყო – შემდეგ ჯამში 15 დღე მოასწრეს. სამუშაოს დასასრულებლად აქვთ დრო, უფრო სწორედ 21 სექტემბრამდე. რაც შეეხება გარეგნობას, მაშინ, ძირითადად, ისეთივე იქნება, როგორიც იყო გათვალისწინებული. არანაირი ცვლილება არ არის“, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსი, არა მოვსისიანი.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში ჯივანის პარკის აღდგენისთვის თავდაპირველად 639 232 ლარი გამოიყო. სამუშაოებზე ტენდერი მოიგო K-კომპანიამ 580 000 ლარი. მთლიანი ხარჯებიდან 82,2% სახელმწიფოს, 17,8% ადგილობრივი ბიუჯეტის შენატანია. სამუშაო ტარდება ორ ეტაპად. 2022 წელს სამუშაოები 525 486 ლარის ოდენობით უნდა განხორციელებულიყო, 2023 წელს – 113 746 ლარი. 2022 წელს სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში უნდა განხორციელებულიყო, 2023 წელს კი – 120 დღეში.
პროექტის მიხედვით, მოეწყობა პარკის ტერიტორია, ცენტრში განთავსდება კაფე, დამონტაჟდება ახალი სკამები, ნაგვის ურნები, მოეწყობა ულამაზესი ორსართულიანი სასმელი შადრევანი, დამონტაჟდება ღამის განათება. პარკში იქნება საბავშვო ატრაქციონები. პარკის პერიმეტრზე ველობილიკი იქნება. პარკის საერთო ფართობია 2904 კვ/მ.