ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ განცხადება გაავრცელა 9 სექტემბერის ღონისძიებასთან დაკავშირებით.

მაშ ასე, 9 სექტემბრის დილიდან ქალაქის ცენტრალური პარკი მორთული იქნება. მოეწყობა ხელნაკეთი და ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა, ადგილობრივი კერძების დემონსტრირება და დეგუსტაცია. სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები, ეთნოგრაფიული კუთხე, საბავშვო გასართობი კუთხე, საპნის ბუშტების ჩვენება.

სხვადასხვა ფორმის თიხის ფიგურების შეღებვა, რომელიც ბავშვებს გადაეცემათ. ქალაქის ცენტრალურ პარკში GIF და ფოტო გადასაღებ და ბეჭდვის მანქანა დამონტაჟდება, სადაც ადგილობრივებს შეუძლიათ სუვენირების ფოტოების გადაღება და დაბეჭდვა. დრამერების ჯგუფი.

ანიმატორები ბავშვებს დღის განმავლობაში გაამხიარულებენ. გაიმართება კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით.
საღამოს კი დასკვნითი ღონისძიება, სადაც ის გამოვა „ღამის შოუ ბენდი“, ღონისძიების შემდეგ მოეწყობა დისკოთეკა, რომელიც დიდი ფეიერვერკით დასრულდება.